Android-ის შემდეგ ვერსიამდე (Ice Cream Sandwich) განახლება დაგეგმილია მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, ამიტომაც მოულოდნელი არ არის, რომ მან სადმე გამოჟონოს. ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა ვიდეო სადაც წარმოდგენილია რამოდენიმე ახალი ფუნქცია. როგორც ცნობილია ერთმა იღბლიანმა პიროვნებამ eBay-ზე იყიდა Nexus S და აღმოაჩინა, რომ მისი პროგრამული უზრუნველყოფა განსხვავდებოდა ოფიციალური 2.3 ვერსიისგან. თუმცა ის შოკში ჩავარდა როცა ნახა, რომ მასზე იყო განახლებული ვერსია (IRK48) და ბირთვი (3.0.1)
ვიდეოზე ჩანს გავლენა ორივე ვერსიიდან, როგორც Gingerbread ასევე Honeycomb. ქვევით არის ოთხი გამშვები ასევე არის ახალი Google Apps პიქტოგრამა რომელიც ხსნის პანელს Google-ის სერვისების ჩამონათვალით, ასევე Home ღილაკზე ხანგრძლივი დაჭერით გამოდის Honeycomb-ის გაშვებული პროგრამების მენიუ. შეტყობინებების პანელს, კამერას და სხვა მენიუებსაც აქვთ განსხვავებული დიზაინი. შესაძლოა ეს ყველაფერი იყოს ხელოვნური სიმულაცია, რომელიც წინათ გამოპარული სქრინშოტებისა და ინფორმაცის საფუძველზე შიქმნა. ნახეთ ვიდეო და დამატებითი სქრინშოტები.
[viddler id=e3aea318&w=545&h=307]
წყარო: Engadget


