ახლად გამოსული გრაფიკული გარემო GNOME შეიცავს დამატებით ორი განახლება, რომელის თამამად შეიძლება პრინციპულად ჩაითვალოს დიზაინით, ციფრული მხატვრობითა და ფოტოგრაფიით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

პირველი სიახლე არის ფერების მართვის გადამუშავებული აპლეტი GNOME Color Manager, რომელმაც არა მხოლოდ გაუმჯობესებული სამომხმარებლო ინტერფეისი მიიღო, არამედ იყენებს ახალ ფრეიმვორკს: colord.

colord – არის პროგრამა რომელიც აკონტროლებს მიერთებულ მოწყობილოებს, როგორიცაა მონიტორი, პრინტერი, სკანერი და ფოტოაპარატი  და ავტომატურად ანიჭებს მათ შესაბამის ფერთა პროფილებს. თუ მოწყობილობის პროფილი არ არის, GNOME Color Manager-ის საშუალებით შესაძლებელია ახლის შექმან. ამისთვის გამოიყენება Argyll საშუალება – მრავალპლატფორმული მოდული ფერების მართვისთვის – რომლის შემადგენლობაშიც შედის პროგრამები სპექტრომეტრებთან და კოლორიმეტრებთან სამუშაოდ, ასევე ფერთა პროფილების გენერატორი.

Argyll მხარს უჭერს თითქმის ყველა ბაზარზე არსებულ მოწყობილობას: Gretag-Macbeth i1, Colorvision Spyder 2 და 3, Pantone Huey, სხვა და სხვა კოლორიმეტრებს და სპექტრომეტრებს X-Rite, გათვალისწინებულია ამ ზაფხულს გამოსული მოდელები i1 Display Pro და ColorMuniki Display.

ფერების პროფილის შექმნა გარე მოწყობილობებით ძალიან მარტივად სრულდება GNOME გარემოში, განსხვავდება პრინტერის პროფილის შექმნა, აქ უკვე საჭიროა პრინტერის კალიბრაცია და კოლორიმეტრით მუშაობა.

ფაქტიურად მომხმარებლის განკარგულებაშია გარემო, სადაც ფერების მართვა მუშაობს მინიმალური პარამეტრების ცვლილებით და თითქმის არ მოითხოვს მომხმარებლის ჩარევას. ეს ყველაფერი ფერებით მართულ ბეჭდვასაც ეხება: თუ თქვენ თვითონ შექმენით პროფილი სხვა და სხვა საღებავებისა და ქაღალდებისთვის, საჭირო პროფილი ავტომატურად გამოჩნდება იმისდა მიხედვით, თუ რომელ პარამეტრს ამოირჩევთ ბეჭდვისას.

მეორე სიახლე არის სრულიად ახალი აპლეტი Wacom-ის გრაფიკული პლანშეტების მართვისათვის. Wacom-ის კონფიგურატორების ისტორია ლინუქსში ბიბლიურ ისტორიას გავს “აბრაამა შვა ისააკი და ა. შ. ….” ყოველი ახალი პროგრამა იყო წინას გაგრძელება ან გადაკეთება, მაგრამ არც ერთი მათგანი არ შედიოდა რომელიმე სამუშაო გარემოს შემადგენლობაში.

ამ დროისთვის დაიწერა სრუალიად ახალი კონფიგურატორი, რომელიც საშუალებას იძლევა ვმართოთ მთავარი პარამეტრები: მცურავი ორმხრივი ღილაკის მოქმედება სტილუსზე, დაჭერის მგრძნობელობა და ასე შემდეგ.

აპლეტში დროებით არ არის ინტერფეისი მგრძნობელობის დამატებითი პარამეტრები, ასევე პლანშეტის ეკრანზე პროექციის პარამეტრები. შიდა მექანიზმი უკვე მზადაა და  რეალიზაცია დაგეგმილია GNOME 3.4 ვერსიაში.

ახალი კონფიგურატორი საკმაოდ კარგად ავსებს პროგრამებს და არა მხოლოდ ახლა მანამდეც ეხმარებოდა პლანშტით მუშაობაში: GIMP, Inkscape, MyPaint, Krita, Blender-ის და სხვა. პროგრამების მომხმარებლებს

პროექტი linuxwacom, რომელზედაც არის დაფუძნებული ეს აპლეტი, ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვითარდება. ჯგუფში გამოჩნდნენ ახალი პროგრამისტები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ სხვა და სხვა ასპექტებზე: ახალი მოწყობილობების მხარდაჭერაზე და არსებული კოდის გაუმჯობესებაზე. პროექტის ორი მონაწილე Wacom-ის თანამშრომელია რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ახალი GNOME Color Managerm colrd და გრაფიკული პლანშეტების მხარდაჭერა ხელმისაწვდომი იქნება პოპულარიი დისტრიბუტივების შემდეგ ვერსიებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.