კომპანია Wacom სექტემბერში დაიწყებს ორიგინალური კომპიუტერული აქსესუარის Inkling-ის გაყიდვებს, რომელიც განკუთვნილია მხატვრებისთვის, ილუსტრატორებისთვის და დიზაინერებისთვის.
Inkling წარმოადგენს ელექტრონული და ბურთულიანი კალმის ჰიბრიდს. ქაღალდზე მელნით შესრულებული ესკიზები და ნახატები იწერება სპეციალურ მიმღებში, რომელიც მიბმულია ფურცლის ზედა ნაწილზე. ამასთანავე აღიქმება, არამარტო მხატვრის ყველა მოძრაობა, არამედ დაწოლის სიმძიმე (ამოიცნობა 1 024 დონემდე დაწოლა). გარდა ამისა, შესაძლებელია გამოსახულებაზე ფენების დადებაც. იმისთვის, რომ ნახატი გადავიდეს ციფრულ გამოსახულებაში საკმარისია მიმღების კომპიუტერთან მიერთება: ეს კეთდება USB-კაბელის დახმარებით. თანმხლები პროგრამული უზრუნველყოფის Sketch Manager-ის საშუალებით ხდება ფაილების შენახვა სხვადასხვა ფორმატში, ასევე ფენების დამატება ან წაშლა და ა.შ. გამოსახულება შეიძლება პირდაპირ გადაგზავნილი იყოს სხვადასხვა გრაფიკული რედაქტირების პროგრამაში — მაგალითად Adobe Photoshop.
Inkling-ის კომპლექტში, კალმის და მიმღების გარდა შედის, აკუმულატორული ელემენტი, დამტენი მოწყობილობა, USB-კაბელი და დამატებითი მელნის კარტრიჯები (ოთხი ცალი).
სიახლის ღირებულებაა დაახლოებით 200 დოლარი.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=MhvTQWjLw5g
გამოყენებულია Wacom-ის მასალები.


