კომპანია Qualcomm იუწყება, რომ Snapdragon-ის ახალი თაობის «სისტემა ჩიპზე» გამოჩნდება მიმდინარე წელს, რომელიც არის Krait-ის არქიტექტურაზე.

საუბარია, S4 კლასისს მაღალმწარმოებლურ პროცესორებზე, რომლებიც დამზადებული იქნება 28-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით; ის მიიღებს ერთდან ოთხამდე გამომთვლელ ბირთვს, რომელიც უზრუნველყოფს მუშაობის შესაძლებლობას 3D-კონტენტთან, მაღალი გარჩევადობის ვიდეოსთან 1080p ფორმატში, 8-არხიან  (7.1) ხმასთან და კამერებთან გარჩევადობით 20 მლნ პიქსელი.

Krait-ის მიკროჩიპების ტაქტური სიხშირე მიაღწევს 2,5 გჰც-მდე; მათ კონსტურქციაში შევა გაუმჯობესებული გრაფიკული ბირთვი Adreno. ნახსენებია, მეოთხე თაობის LTE მობილურ ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა. Snapdragon-ის არსებულ პროცესორებთან შედარებით, Krait პროცესორების მწარმოებლურობა იქნება ოთხ-ხუთჯერ უფრო მეტი.

მოსალოდნელია, რომ პირველი Krait-სმარტფონები გამოჩნდება 2012 წელს. გამორიცხული არ არის, რომ მსგავსი მოწყობილობების ანოსი შედგეს Mobile World Congress-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება ბარსელონაში (ესპანეთი) 27-დან 1 მარტემდე.

გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.