კომპანია Sony Ericsson-მა და ოპერატორმა AT&T-იმ გამოსაშვებად გაამზადეს სმარტფონი Xperia Play 4G, რომელსაც აქვს HSPA+ სტანდარტის მობილურ ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა.

კომუნიკატორს გააჩნია 4-დიუმიანი მოცულობითი სენსორული დისპლეი გარჩევადობით 480×854 წერტილი, «მულტითაჩ» ტექნოლოგიის მხარდაჭერით. დისპლეის უკან დამალულია გამოსაწევი კლავიატურა სათამაშო კონტროლერით.

Xperia Play 4G-ს აქვს 5,1-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით და შუქდიოდური გაელვებით, MicroSD-სლოტი (კომპლექტში შედის 8-გბ-ანი ბარათი), Bluetooth და Wi-Fi მოდულები, GPS-მიმღები და ასევე 3,5-მმ-ანი ბუდე ყურსასმენებისთვის.

სიახლე არის Snapdragon-ის 1 გიგაჰერციან პროცესორზე გრაფიკული ამაჩქარებლით Adeno 205; ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 384 მბ-ს.

HSPA+ ქსელების მხარდაჭერა, უზრუნველყოფს მონაცემების გადაცემის სიჩქარეს 21 მბიტ/წ-მდე. სმარტფონში დაინსტალირებულია Android 2.3.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემა და შვიდი თამაში ასარჩევად: Dungeon Defenders Second Wave, Asphalt 6 Adrenaline, Star Battalion, Madden NFL 11, The Sims 3, Tower Bloxx: My City და Crash Bandicoot. გარდა ამისა, კომპლექტში შევა მულტიმედიური დოკ-სადგური DK300 და აუდიოკაბელი MC100.

Xperia Play 4G გაყიდვაში გამოვა 18 სექტემბრიდან და მისი ღირებულება იქნება 50 დოლარი AT&T-თან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში.

გამოყენებულია Sony Ericsson-ის მასალები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.