BUILD-ის კონფერენციაზე (კალიფორნია, აშშ) წარმოდგენილი იყო პლანშეტური კომპიუტერის საცდელი ნიმუში, რომელიც არის nVidia-ს ახალი თაობის აპარატულ პლატფორმაზე. გაჯეტს აქვს «სისტემა ჩიპზე», კოდური დასახელებით  Kal-El. მის შემადგენლობაში შედის,  ოთხი გამომთვლელი ბირთვი სიხშირით 1,5 გჰც და 12-ბირთვიანი გრაფიკული კონტროლერი GeForce ( გარჩევადობა 1920×1200 პიქსელი). nVidia-ს განცხადებით, Kal-El მწარმოებლურობით ხუთჯერ აღემატება Tegra-ს მეორე თაობის ჩიპებს. 

აღსანიშნავია, რომ ნაჩვენები პროტოტიპი ფუნქციონირებს Windows 8-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. დისპლეის ზომები არ სახელდება, თუმცა სავარაუდოდ დისპლეის ზომა იქნება 10 დიუმი. სავარაუდო მონაცემებით, პლატფორმა  Kal-El უზურნველყოფს ავტონომიურ რეჟიმში მუშაობას ხანგძლივი დროის განმავლობაში.

პირველად Kal-El პლანშეტები შესაძლოა გამოჩნდეს წლის ბოლომდე. ჭორების თანახმად, ასეთ მოწყობილობას ამზადებს კომპანია ASUS.

წყარო: Geek.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.