კომპანია Korea Telecom-მა IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა საკმაოდ საინტერესო სიახლე — კომუნიკატორი Spider, რომელსაც შეუძლია შეასრულოს სხვადასხვა პორტატული მოწყობილობების ფუნქცია: ნოუთბუქის, პლანშეტის და ასევე ჯიბის სათამაშო კონსოლისაც კი.
Spider-ს გააჩნია 4,5-დიუმიანი სენსორული დისპლეი; ეკრანის ზომები — 1280×800 წერტილი. აპარატი აღჭურვილია ორბირთვიანი პროცესორით, ტაქტური სიხშირე 1,5 გჰც. სმარტფონს აქვს 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდული მოცულობით 16 გბ, 8-მეგაპიქსელიანი კამერა და MicroHDMI კონექტორი. ოპერაციული სისტემა — Android 2.3.
დამატებით შემოთავაზებულია სხვადასხვა ფორმფაქტორის დოკ-სადგურები, რომელსაც არ აქვს თავისი პროცესორი და მეხსიერება. მაგალითად, თუ Spider-ს მიუერთებთ ნოუთბუქის ფორმის სადგურს, მივიღებთ QWERTY-კლავიატურას, აკუმულატორს და დიდი ზომის დისპლეის. ამასთანავე სმარტფონის ეკრანი შესაძლებელია გამოყენებული იყოს, როგორც თაჩპედი.
ასევე შესაძლებელი Spider გადაქცეული იყოს პლანშეტურ კომპიუტერად. გარდა ამისა, იგეგმება სათამაშო დოკ-სადგურის გამოშვება ჯოისტიკით და ღილაკებით.
სავარაუდოდ, სიახლე გაყიდვაში გამოჩნდება, დაახლოვებით ნოემბერში ან დეკემბერში. ინფორმაცია მისი ღირებულების და დამატებითი აქსესუარების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=NcHgSY3xYLo
გამოყენებულია Gotta Be Mobile-ის და Phandroid-ის მასალები.


