კომპანია Sharp-მა IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა ტელევიზორის პროტოტიპი, რომელსაც აქვს ზემაღალი გარჩევადობა Super Hi-Vision.
Sharp თავის პროდუქტს ეძახის, მსოფლიოში პირველ 85-დიუმიან 8K4K ფორმატის პანელს. მისი გარჩევადობა — 7680×4320 წერტილი, ხოლო პიქსელების რაოდენობა დაახლოვებით 33 მლნ. ეს 16-ჯერ (!) აღემატება, თანამედროვე Full HD ფორმატის დისპლეებს, რომლებსაც გააჩნიათ გარჩევადობა 1920×1080 წერტილი.
Super Hi-Vision პანელი შექმნილია NHK სპეციალისტების მხარდაჭერით. მისი სიმკვეთრე (სიკაშკაშე) — 300 კდ/მ². მსგავსი ტელევიზორების კომერციულ წარმოებაზე საუბარი, ჯერჯერობით არ არის, თუმცა პერსპექტივაში ეს ტექნოლოგია შეცვლის ამჯამინდელ, მაღალი გარჩევადობის სამაუწყებლო სისტემებს.
ზოგიერთი მონაცემებით, 8K4K ფორმატის სატესტო მაუწყებლობა დაიწყება 2020 წელს.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=aE4argZMnsw
გამოყენებულია Dvice-ის მასალები.

