Hardware

IFA 2011: Sharp-მა დააანონსა ტელევიზორი ზემაღალი გარჩევადობით!!!

კომპანია Sharp-მა IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა ტელევიზორის პროტოტიპი, რომელსაც აქვს ზემაღალი გარჩევადობა Super Hi-Vision.

Sharp თავის პროდუქტს ეძახის, მსოფლიოში პირველ 85-დიუმიან 8K4K ფორმატის პანელს. მისი გარჩევადობა --  7680×4320 წერტილი, ხოლო პიქსელების რაოდენობა დაახლოვებით 33 მლნ. ეს 16-ჯერ (!) აღემატება, თანამედროვე Full HD ფორმატის დისპლეებს, რომლებსაც გააჩნიათ გარჩევადობა 1920×1080 წერტილი.

Super Hi-Vision პანელი შექმნილია NHK სპეციალისტების მხარდაჭერით. მისი სიმკვეთრე (სიკაშკაშე) -- 300 კდ/მ². მსგავსი ტელევიზორების კომერციულ წარმოებაზე საუბარი, ჯერჯერობით არ არის, თუმცა პერსპექტივაში ეს ტექნოლოგია შეცვლის ამჯამინდელ, მაღალი გარჩევადობის სამაუწყებლო სისტემებს.

ზოგიერთი მონაცემებით, 8K4K ფორმატის სატესტო მაუწყებლობა დაიწყება 2020 წელს.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=aE4argZMnsw

გამოყენებულია Dvice-ის მასალები.

დაარქივებულია ორიგინალის მიხედვით · გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2011 ·არქივის შესახებ