კორპორაცია Toshiba-მ IFA 2011-ის გამოფენაზე (2–7 სექტემბერი, ბერლინი, გერმანია) წარმოადგინა, მსოფლიოში პირველი SDHC ფორმატის ფლეშ-ბარათი უკაბელო კავშირის Wi-Fi-ს მხარდაჭრით.
სიახლემ მიიღო დასახელება FlashAir და მისი მოცულობაა 8 გბ. ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე აღწევს 6 მბ/წ-მდე; სამუშაო ტემპერატურა — მინუს 25-დან პლიუს 85 გრადუსამდე ცელსიუსით.
ფელშ-ბართს აქვს IEEE 802.11b/g/n სტანდარტის და WEP, TKIP, AES (WPA, WPA2) პროტოკოლების მხარდაჭერა. მისი ზომები შეადგენს 32×24×2,1 მმ-ს, ხოლო წონა — 2 გ.
ბარათი FlashAir პირველ რიგიში განკუთვნილია ციფრულ ფოტოაპარატბში გამოსაყენებლად. ნიმუშები გამოჩნდება ნოემბერში; ხოლო მასიური წარმოება დაგეგმილია 2012 წლის თებერვალში. ღირებულება ჯერჯერობით არ სახელდება.
გამოყენებულია Toshiba-ს მასალები.

