ბერლინში IFA 2011-ის გამოფენაზე, კომპანია ViewSonic-მა წარმოადგინა ერთდროულად სამი პლანშეტი ViewPad 7x, 10pro და 7e.
ფლაგმანური მინი-კომპიუტერი ViewPad 10pro აღჭურვილია 10-დიუმიანი სენსორული დისპლეით, რომელსაც აქვს «მულტითაჩ» ტექნოლოგიის მხარდაჭერა. გაჯეტი შესრულებულია Intel Oak Trail-ის პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს Atom პროცესორს ინტეგრირებული გრაფიკული კონტროლერით და chipset-ით SM35 Express. პლანშეტის განსაკუთრებულობაა ორი ოპერაციული სისტემა: მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ Windows 7 Professional ან Android 2.3-ს (Gingerbread). ViewPad 10pro Wi-Fi-ის მხარდაჭერით გაყიდვაში გამოვა 5 სექტემბრიდან, მისი ღირებულებაა €500.
ViewPad 7x-ს გააჩნია 7-დიუმიანი თაჩსქრინი გარჩევადობით 1024×600 პიქსელი, ორი კამერა, GPS მიმღები და 8 გბ ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერება. პლანშეტს აქვს nVidia Tegra-ს მეორე თაობის «სისტემა ჩიპზე», რომელშიც შედის ორბირთვიანი 1-გიგაჰერციანი პროცესორი.
გაჯეტი ფუნქციონირებს Android 3.2 (Honeycomb) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ; მისი ღირებულება შეადგენს 350 ევროს.
ViewPad 7e-ს შესახებ ცნობილია მხოლოდ, რომ მას გააჩნია Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები და ასევე HDMI პორტი. ხოლო მისი ღირებულება არის €170.
გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

