გაურკვევლობა MeeGo-ს გარშემო გრძელდება იმით, რომ ღია-კოდით პლატფორმა გარდაიქმნება Tizen-ში, ახალ ასევე ღია-კოდით ოპერაციულ სისტემაში სმარტფონებისთვის, პლანშეტებისთვის, ჭკვიანი ტელევიზორებისთვის, ნეტბუქებისთვის და ICE სისტემებისთვის. პროექტს ხელმძღვანელობს The Linux Foundation და Intel, Samsung – MeeGo-ს დეველოპერების ჯგუფთან ერთად – რომლებიც გვპირდებიან, რომ MeeGo-ს მომხმარებლები და პროგრამისტები მარტივად შეძლებენ Tizen-ზე გადასვლას. ახალი პლატფორმა 2012 წლის პირველ კვარტალში უნდა გამოვიდეს როგორც OS ასევე SDK-ს სახით.

Intel და Samsung დიდი ბრენდებია, The Linux Foundation არ უჩივის მხარდაჭერებისა და წევრების ნაკლებობას, რომელთა შორის არის Fujitsu, Panasonic, NEC, Motorola, ARM და ბევრი სხვა, რომლებიც აუცილებლად გამოიყენებენ Tizen-ს და რომლებიც ჯერ-ჯერობით ელოდებიან სიტუაციას, რომ ბაზარზე ფეხი სერიოზულად მოიკიდონ.

“ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი HTML5-ზე დაფუძნებული პროგრამებშია და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ინვესტიციები მასში უნდა განვახორციელოთ. HTML5-ზე გადასვლა არა მხოლოდ web პროგრამებზე და არსებულ Linux-ზე დარჩენას ნიშნავს და არც მოხლოდ მობილურებზე ორიენტირებას. HTML5-ის განვითარება მოხდება ახალი API-ების შექმნით, რომლებიც ჯერ არ არის ხელმისაწვდომი პროგრამისტებისათვის და სხვა და სხვა იქნება ბაზრის სეგმენტებისთვის” იმად სოუსოუ, MeeGo-ს ტექნიკური მართვის ჯგუფის თანათავმჯდომარე

MeeGo-ს მომავლის ხედვა ითვალისწინებს HTML5-ის საშუალებით ისეთი ინტერფეისების გამოყენებას როგორიცაა მესიჯინგი, მულტიმედია, კამერა, ქსელი და სოციალური მედია.

“მათთვის ვინც იყენებს მშობლიურ კოდს თავის პროგრამებში Tizen SDK შეიცავდეს იქნება მშობლიური დეველოპმენტის ინსტრუმენტებს. ჩვენ გავხსნით Tizen-ს სრულად, ბირთვიდან დაწყებული პროგრამებითა და სამომხმარებლო ინტერფეისით დამთავრებული” Tizen

გადაწყვეტილება გარდაექმნათ MeeGo – Tizen-ად არ მიიღეს დეველოპერებმა , რომლებმაც ვერ გაიგეს თუ სად წავიდა კროს-ლატფორმული Qt framework-ის მხარდაჭერა. ასევე უცნობია Nokia-ს პირველი და უკანასკნელი MeeGo მოწყობილობის N9-ს მყიდველებისთვისაც, რომლის გაყიდვებიც ამ კვირაში უნდა დაიწყოს, მიიღებს თუ არა ის Tizen-ის მხარდაჭერას. Nokia-მ თქვა რომ სმარტფონი წლების განმავლობაში იქნება მხარდაჭერილი, რომლის განახლებებიც უკვე მზადდება. თუმცა Tizen-ზე განახლება არ იქნა დადასტურებული.

ასევ უცნობია თუ რას ნიშნავს Tizen –  Samsung-ის bada პლატფორმისათვის, რომელიც 2012 წელს ღია კოდით გავრცელდება. Samsung როგორც ცნობილია ზრუნავს მისი პლატფორმის კონკურენტუნარიანობაზე, ითვალისწინებს რა Android-ის გაძლიერებას და Google-ის მიერ Motorola Mobility-ს შეძენას. bada თავისთავად არის HTML5 და ვებზე ორიენტირებული ისე როგორც Tizen იქნა წარმოდგენილი. რაც ალბათ იმას ნიშნავს, რომ bada Tizen-ის ნაწილი გახდება MeeGo-თან ერთად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.