დღეს, 8 სექტემბერს, ოპერატორი Verizon Wireless იწყებს, Motorola Mobility-ის ფლაგმანური კომუნიკატორის Droid Bionic-ის გაყიდვებს, რომელიც არის Android 2.3.4 (Gingerbread) ვერსიის აპარატულ პლატფორმაზე.
აპარატი შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში და გააჩნია მეოთხე თაობის LTE მობილურ ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა.
4G-ის დაფარვის ზონებში მოწყობილობას შეუძლია, მონაცემების გადმოწერა 12 მბიტ/წ სიჩქარით; ხოლო არხის გამტარუნარიოანობა საპირსიპორ მხარეს (საბაზისო სადგურის მიმართულებით) — 5 მბიტ/წ-მდე.
Droid Bionic-ს აქვს 1-გიგაჰერციანი პროცესოი ორი ბირთვით და 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით. ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს; კომპლექტში შედის MicroSD-ბარათი იგივე მოცულობით.
სმარტფონის განკარგულებაშია: წინა კამერა ვიდეოზარებისთვის, მთავარი კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით და ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერით 1080p ფორმატში, Wi-Fi კონტროლერი, და ასევე HDMI 1.4 და USB კონექტორები. სენსორული დისპლეი დაცულია დაზიანებისგან Gorilla Glass-ის მყარი მინით, მისი დიაგონლი შეადგენს 4,3-დიუმს; ხოლო მისი გარჩევადობა — 540×960 წერტილი (ფორმატი qHD).
Droid Bionic-ის ღირებულება არის 300 დოლარი (Verizon Wireless-თან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში).
httpvhd://www.youtube.com/watch?v=qD7PLzsEEQM
გამოყენებულია Motorola Mobility-ის მასალები.

