“Opportunity”-მ აღმოაჩინა Tisdale 2. (NASA / JPL-Caltech-ის ფოტო.)

ეს აღმოჩენა აპარატმა გააკეთა მალევე მას შემდეგ, რაც გადაინაცვლა თავისი მოგზაურობის ახალ მიზანთან — კრატერი Endeavour.

სამი კვირის წინ როვერმა “oportunity” (შესაძლებლობა) მიაღწია კრატერ Endeavour-ის კიდემდე, მან  მისი საწყისი ადგილიდან კრატერამდე 30კმ გაიარა. ამ რეგიონში მისი პირველი აღმოჩენა გახდა არ ისე დიდი ზომის კლდოვანი წარმონაქმნი, რომელსაც დაარქვეს Tisdale 2. როვერმა ის რამოდენიმე დონეზე გამოიკვლია, მანიპულატორის მიკროსკოპის და პანორამული კამერების გამოყენებით.

ქვა საკმაოდ განსხვავდება იმ ნიმუშებისაგან, რომლებსაც მარსმსვლელი იკვლევდა წინა 7 წლის განმავლობაში წითელ პლანეტაზე, ყვება პროექტის ხელმძღვანელი სტივ სკვაირსი კორნელის უნივერსიტეტიდან (ა.შ.შ). მისი სტრუქტურა გავს ვულკანური წარმოშობისას, მაგრამ ბრომის და თუთიის შემადგენლობა გაცილებით დიდია.

როგორც ბატონი სკვაირსი აღნიშნავს, დედამიწაზე ასეთი შემადგენლობა მოწმობს იმაზე, რომ ასეთი სახეობა ჩამოყალიბდა ჰიდროთერმულ წყაროსთან ახლოს, რომელიც ჩვეულებრივ სავსეა მიკროორგანიზმებით. ოთხი წლის წინ როვერმა “Spirit” (სული), რომელიც ეხლა უკვე ქვიშაში განისვენებს, იპოვა ადგილი, სადაც შესაძლოა ყოფილიყო ცხელი წყალი, მაგრამ მისი მოსალოდნელი მჟავიანობა ძალიან მაღალი აღმოჩნდა. ახლა კი წყალი, თუ ის აღმოაჩინეს ამ ადგილას, შესაძლოა იყოს ნეიტრალური, რაზეც მიანიშნებს კრატეში თიხისებრი მინერალების არსებობა.

სხვა სიტყვებით, სიცოცხლის უმარტივესი ფორმებისათვის Tisdale 2-ის რეგიონში პირობები საკმაოდ ხელსაყრელია. თუმცა ჰიდროთერმული სისტემები არ ნიშნავს, რომ იქვე აუცილებლად გადის წყალი; სრულიად შესაძლებელია, რომ ის გადიოდა ამ ადგილს დიდი ხნის წინ, აღნიშნავს სკვაირსი. ზუსტი პასუხები უკვე მას შემდეგ იქნება, რაც ვეტერანი მარსმვლელი, რომელმაც უკვე 50-ჯერ გადააჭარბა მისი დაგეგმილი მუშაობის გრაფიკს, დეტალურად გამოიკვლევს ამ ადგილს.

უკვე ძალიან მალე — ნოემბერში — “Oportunity”-სთან ერთად გაეშვება კიდევ ერთი როვერი “Curiosity“, რომელიც დაეშვება ჰეილის კრატერთან ახლოს.

“opportunity”-ის მიერ გავლილი გრძელი გზა მარსზე. ( NASA / JPL-Caltech / MSSS / NMMNHS-ის ფოტო).

გამოყენებულია NASA-ის მასალები.

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.