
თუ ოდესმე დაგჭირდათ დედამიწის ორბიტაზე მოთავსებულ გიგანტურ თეთრ დაფაზე მოაწყოთ Power Point-ის პრეზენტაცია არსებობს მხოლოდ ერთი ლაზერული პოინტერი – Wicked Lasers S3 Krypton. მოწყობილობა მალე გინესის რეკორდების წიგნში უნდა შევიდეს, ის აწარმოებს 86 მილიონი ლუქსს (სინათლის ერთეული) და მისი დანახვა შესაძლებელია 135 კილომეტრიდან, რაც ატმოსფეროს საზღვრებს სცდება. ის 8 000-ჯერ უფრო კაშკაშაა ვიდრე მზე, რის გამოც სერიოზული უსაფრთხოების ზომების მიღებაა საჭირო. კომპლექტში შედის დამცავი სათველეები, სენსორები და მიკროპროცესორი გამოიყენება სისტემის რეგულირებისათვის, რომ გადახურების გამო არ მივიღოთ დამწვრობა ალუმინის კორპუსის გაცხელებისას. ტოპ მოდელის ფასი 1 000 დოლარია, მაგრამ თუ არ აპირებთ ასტრონავტების დააბრმავებას დაბალი სიმძლავრის ვერსია 300 დოლარადაც არის ხელმისაწვდომი. აუცილებლად ნახეთ შემდეგი ვიდეო:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=5Tx02Up-ovw

ახალი თემა მაგარია გუუუთ გუუუთ 🙂