Amazon-ის შეკვეთების შიდა სისტემის მონაცემებით, პირველი ხუთი დღის განმავლობაში 250 ათასი ახალი პლანშეტის, Amazon Kindle Fire-ის წინასწარი შეკვეთა გაფორმდა.
მათ შორის პირველ დღეს გაიყიდა 100 ათასი ცალი. ცალსახად, ამ მაჩვენებლებით ეს იქნება პლანშეტების ერთერთი ყველაზე წარმატებული სტარტი, რომელიც არის Google სისტემის მართვის ქვეშ.
მაგალითად: Samsung-მა პირველ თვეს გაყიდა 6000-ამდე პლანშეტი Galaxy Tab. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Kindle Fire გააუმჯობესებს «სამსუნგის» მაჩვენებლებს. თუმცა Amazon-ს, ჯერ კიდევ დიდი გზას აქვს გასავლელი Apple-ის რეკორდამდე. პირველ დღეებში გაიყიდა 300 ათასამდე iPad, საუბარია პირველი თაობის პლანშეტზე. ერთ თვეში ეს რიცხვი გაიზარდა მილიონამდე. ჯერჯერობით Apple გაყიდვებში უსწრებს თავის კონკურენტებს.
შეგახსენებთ, რომ Kindle Fire-ს გააჩნია ორბირთვიანი პროცესორი TI OMAP4 ტაქტური სიხშირით 1 გჰც, 7-დიუმიანი სენსორული დისპლეი გარჩევადობით 1024×600 პიქსელი 8 გბ ფლეშ-მეხსიერება, უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი, USB 2.0 პორტი, სტერეოფონური დინამიკები და 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურასასმენებითვის.
წყარო: deepapple.com


