სამთვიანი მუშაობის შემდეგ, გამოვიდა ფინალური და სტაბილური Linux-ის ბირთვი ვერსიით 3.1. 24 ოქტომბერს ლინუს ტორმავლდსმა წარმოადგინა აღნიშნული ვერსია Linux-ის დეველოპერების ფორუმზე, ახლა ის უკვე ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად.
ბირთვში გამოჩნა ღია პროცესორული არქიტექტურის OpenRISC მხარდაჭერა და ახალი iSCSI ქვესისტემის რეალიზაცია.
ასევე შეტანილ იქნა 9403 შესწორება. სერიოზულ დამუშავებას დაექვემდებარა ფაილური სისტემების დრაივერებს, როგორიცაა Btrfs, NFS, XFS, FAT, HFS + და SquashFS. განახლებულია Nvidia Nouveau, დამატებულია აპარატული აჩქარება 3D გრაფიკაზე ზოგიერთი ვიდეო ბარათებისთვის Nvidia GeForce და Nvidia Fermi არქიტექტურებისათვის.
სიახლეებიდან მინდა აღვნიშნო შემდეგი:
- «cpupowerutils» ენერგიის მართვის უტილიტები.
- KVM და XEN ვირტუალიზაციის გაუმჯობესება. გამოჩნდა Xen PCI უკუ მხარდაჭერა უფრო სწრაფი გადართვისთვის მოწყობილობებს შორის, რომელიც მიერთებულია PCI და PCI Express-ზე, ასევე დაემატა ჩატანებული VMX (AMD Virtualization)
- დამატებულია ფაილების მხარდაჭერა ზომით 4 გბ – FAT16 ფაილურ სისტემაში. tmpfs ფაილურ სისტემაში ფაილის ზომა უკვე შეიძლება იყოს 2 ტერაბაიტი.
- შესაძლებელია ბირთვის ვერსიის ნომრის შეცვლა ზოგიერთი პროგრამების გასაშვებად, რომლებიც არ არის თავსებადი 3.1 ვერსიასთან.
- ასევე დაემატა უამრავი ახალი დრაივერი და განახლდა ძველი
წყარო: kernel.org
