არც ისე დიდი ხანია მას შემდეგ რაც გამოვიდა ASUS Eee Pad Transformer – რომელიც იყო ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რელიზი. უნდა აღვნიშნოთ რომ Transformer-ის უმთავრესი თავისებურებაა დოკ-სადგურთან შეერთების საშუალება, რითაც პლანშეტის ფუნქციონალური შესაძლებლობე საგრძნობლად იზრდება. დანარჩენში Transformer შეესაბამება პლანშეტების მიმდინარე სტანდარტებს: ეს არის მაღალი ხარისხის 10 დიუმიანი ეკრანი IPS მატრიცაზე, NVIDIA Tegra 2 ჩიპსეტით და პროცესორით და რა თქმა უნდა Android 3.1 პლატფორმა.
მოდით სანამ განხილვაზე გადავიდოდე გავეცნოთ სლაიდერის ტექნიკურ მონაცემებს და ამასთანავე შევადაროთ ის ბაზარზე არსებულ ალტერნატიულ მოწყობილობებსაც:
როგორც ვხედავთ, უმთავრესი მონაცემებით Transformer და Slider (განსაკუთრებით აპარატულად) იდენტურია. უმთავრესი განსახვავება არის მასაში და გაბარიტებში. ASUS Slider უფრო სქელი და მძიმეა, თუ შევადარებთ Transformer-ს დოკ-სადგურის გარეშე. თუ გავაკეთებთ შედარებს და გავითვალისწინებთ დოკ-სადგურს, შედეგი Slider-ის სასარგებლო იქნება.
კომპლექტაცია
მოწყობილობის ყუთი საკმაოდ დიდია და მასში პლანშეტის გარდა დევს კვების ბლოკი და USB კაბელი კომპიუტერთან შეერთებისათვის. ასევე სიმპათიური შალითა, რომელიც ყუთზე დაკრული სტიკერის თანახმად სპეციალური შემოთავაზებაა საჩუქრის სახით.
ცალკე შალითის შესახებ: როგორც წესი პლანშეტებისთვის ისეთ შალითებს აკეთებენ, რომ მასში მოთავსებულ მოწყობილობასთან მუშაობა შეიძლებოდეს მისი მოხსნის გარეშე. ASUS-მა გადაწყვიტა რომ ამ შემთხვევაში უკეთესი იქნებოდა მინი ჩანთა, რომელიც საიმედოდ დაიცავს მოწყობილობას და ხელს არ შეუშლის კლავიატურის რეჟიმში გადასვლას.
მასალა რისგანაც არის დამზადებული შალითა საკმაოდ მძლავრია მაგრამ რბილი. ის შეხებაზე ბარხატივითა, თუმცა ის ხელოვნური მატერიალია და საკმაოდ იაფიც, მის შემადგენლობაში ხელოვნური ტყავიც შედის.
დიზაინი
სახელწოდება “სლაიდერი” ზუსტად გამოხატავს მოწყობილობის დიზაინს: სმარტფონების მსგავსად მისი კლავიატურა ქვევიდან იხსნება, თუმცა ამისთვის ჩვენ ეკრანი უნდა ამოვწიოთ ზევითა მხრიდან რაც ცოტა უჩვეულოდ მომეჩვენა, მაგრამ ძალიან მალე შევეჩვიე და უკვე დისკომფორტს არ მიქმნის. გახსნის შემდეგ ეკრანი კომფორტული კუთხით ფიქსირდება მომხმარებლის მიმართ. ამ პოზიციაში მოწყობილობა ნეტბუქს მაგონებს მაგრამ გაცილებით კომფორტულს ხდის მას მულტითაც ეკრანი რაც ნეტბუქებში ჯერ არ მინახავს.
მართალია კლავიატურის ღილაკები აქ უფრო პატარა ზომისაა ვიდრე ნეტბუქებში. საერთო ჯამში ის კარგად არის შესრულებული მაგრამ ტექსტის აკრება არც ისე კომფორტულია ვიდრე ის ერთი შეხედვით ჩანს, ტაქტილური შეგრძნებები განსხვავებულია, კლავიშები პრიალა და ცოტათი უცნაური ფორმისაა, თუმცა სერიოზულ გაღიზიანებას არ იწვევს. ეს კლავიატურა მოეწონებათ იმათ ვინც მიჩვეულია მიღალ ღილაკებს და უყვარს მათი აქტიური გამოყენება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბეჭდვისას რბილი შეხება არ არის საკმარისი და შესაძლოა ამ შემთხვევაში სიმბოლოოებიც გამოვტოვოთ. მოკლედ თუ ამ პლანშეტის საბეჭდ მანქანად გამოყენებას არ აპირებთ მაშინ მისი კლავიატურა ფრიად საკმარისი იქნება თქვენთვის.
კლავიატურის დეტალურ განხილვას არ დავიწყებთ, ჩემს ხელთ არსებულ მოდელს გერმანული განლაგება აღმოაჩნდა (საუბარი ზედმეტია ქართულ ასოებზე) ყურადღებას იქცევს ფუნქციონალური კლავიშები, რომლებიცაა: “სახლი”, “უკან” – მარცხენა მხარეს და “დამხმარე მენიუ” – მარჯვნივ. ასევე თუ დავაჭერთ Fn კლავიშს ქვევიდან მეორე მწკრივში შემდეგ დამატებით ფუნქციებსაც გავააქტიურებთ: WiFi და Bluetooth-ადაპტერების მართვასა და ეკრანის განათების რეგულირებას.
რაც შეეხება პორტებსა და სლოტებს, ყველა ისინი განთავსებულია სამაგიდო პანელზე. ეს არის USB 2.0, microSD, Mini-HDMI, 3.5 მმ ბუდე ყურსასმენებისთვის და დოკ-კონექტორი. ღილაკებიდან აქ არის ხმის რეგულატორი, ჩართვა გამორთვის ღიალკი და Reset კლავიშ, რომელიც ჩაძირულია კორპუსში, შემთხვევითი გააქტიურების თავიდან ასაცილებლად.
სლაიდერის კორპუსი მთლიანად პლასტმასისაა, სამაგიდე ნაწილი ოდნავ რეზინითაა დაფარული, რაც მას ძალიან სასიამოვნოს ხდის შეხებისათვის. ეკრანის გარშემო არის ვერცხლისფერი პლასტმასის კანტი “მეტალის სტილში” რაც საკმაოდ ძვირად და სოლიდურად გამოიყურება.
პლანშეტის ზედა ნაწილი (ეკრანი) ძალიან თხელი, მისი უკანა მხარე დამალულია, როცა ის დაკეცილია და შესრულებულია შავი მეტალისაგან.
გახსნის მექანიზმი საკმაოდ საიმედოდ გამოიყურება, საყრდენი, რომელზეც დგას პლანშეტი შესრულებულია მეტალისგან, ამიტომაც მექანიზმის ან კონსტრუქციის, რომელიმე ნაწილის გატეხვის შანსი მინიმალურია.
საერთო ჯამში Slider-ის დიზაინი და მოწყობა ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს.
10 ბალიანი სისტემით მას 10 ბალი ეკუთვნის.
ეკრანი
ეკრანის მხრივ სლაიდერი ანალოგიურია Transformer-ის. ეს არის მშვენიერი სენსორული მოცულობითი IPS-მატრიცაზე, გარჩევადობით – 1280×800. ხედვის კუთხეები მართლაც ძალიან დიდი აქვს: არ აქვს მნიშვნელობა რომელი კუთხიდან შეხედავთ, ფერები უცვლელი რჩება. ტესტირები მთელი პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ პლანშეტს რეაგირება არ მოეხდინა ეკრანზე შეხებისას (ასეთი რამ ხშირად ხდება იაფფასიანი პლანშეტების შემთხვევაში) Eee Pad Slider-ის ეკრანი ერთ ერთი საუკეთესოა 2011 წლის პლანშეტებს შორის.
მას ჩვენს რეიტინგში 9 ბალით შევაფასებ, იმიტომ, რომ არის უკეთესი ეკრანის მქონე რამოდენიმე მოდელი სხვა მწარმოებლისგან 🙂
ოპერაციული სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა
ქარხნულად ტაბლეტს მოყვება Android 3.1 სისტემა. რომელიც ტესტირების პერიოდში ორჯერ განახლდა ჯერ 3.2 ვერსიამდე და ახლა უკვე მასზე Android 3.2.1 ვერსიია. Slider ჯერ არ არის გაყიდვაში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ა. შ. შ.-ში რამოდენიმე კვირაა რაც გაყიდვები დაიწყო, ამიტომაც ჯერ არც მისი პროგრამული უზრუნველყოფის დარუტული ვერსია არ ყოფილა, რაც საშუალებას მომცემდა დამეყენებინა ქართული შრიფტები და კლავიატურა. სამწუხროა, მაგრამ ჯერ არც-ერთ Android Honeycomb პლანშეტში სრული უნიკოდის მხარდაჭერა არ განხორციელებულა, რაც რა თქმა უნდა მწარმოებლების ბრალია და არა თვით ოპერაციული სისტემის.
წინასწარ დაყენებული პროგრამების კრებული თითქმის ემთხვევა სხვა პლანშეტების შემადგენლობას. ყურადღებას იმსახურებს საფირმო უტილიტები MyLibrary, MyNet და MyCloud. ასევე უტილიტა პერსონალური კომპიუტერისათვის ASUS Sync. My Libraru – არის iPad iBooks-ის ანალოგი. ეს არის ვირტუალური ბიბლიოთეკა, რომელშიც შეგიძლიათ შინახოთ წიგნები სხვა და სხვა ფორმატში და PDF დოკუმენტები. თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ PDF ფაილები ინტერნეტიდან და მისი MyLibrary-ში გახსნის შემდეგ ის ავტომატურად დაემატება ბიბლიოთეკის თაროზე. ბიბლიოთეკას გააჩნია წიგნების მაღაზიაც asus@vibe სადაც შესვლა ვერ მოვახერხე, ალბათ ტერიტორიული შეზღუდვების გამო რაც ხშირია საქართველოში. იმედია მსგავსი პრობლემები მალე მოიხსნება.
MyNet და MyCloud არის ქსელური პროგრამები. MyNet საშუალებას იძლევა სხვა DLNA გააქტიურებულ მოწყობილობებზე გადავცეთ მუსიკა, ფოტო და ვიდეო პლანშეტიდან. MyCloud საშუალებას იძლევა დისტანციურად ვმართოთ კომპიუტერი (ამისთვის კომპიუტერზე უნდა დავაყენოთ Splashtop Remote Streamer; რომელიც მუშაობს ორივე Windows და OSX პლატფრომებზე, Linux-ვერსია არ გამოსულა და არც გამოვა) ასევე გათვალისწინებულია დისკური სივრცე ღღუბელში WebStorage, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ფაილების სინქრონიზაცია და მარქაფების კეთება. ასევე MyCloud-დან შეიძლება @Vibe-ით სარგებლობა მაგრამ ამ შემთხვევაშიც ვერ შევძელი მასთან დაკავშირება.
რაც შეეხება კომპიუტერის მართვას Splashtop Remote Streamer – პრაქტიკული სარგებელი ამისაგან არც ისე დიდია, თუ რა თქმა უნდა არ ითველბა ის, რომ დივანიდან წამოდგომის გარეშე შეგვიძლია ფილმის დაპაუზება. თუმცა ცუდი არ არის ისიც, რომ შენი პლანშეტის ეკრანზე გამოისახება სამუშაო მაგიდა და საშუალება გაქვს იმუშაო ფანჯრებთან და ფაილებთან თაჩ ინტერფეისით, რის საშუალებასაც ეს შესანიშნავი სერვისი გვაძლევს ძალიან მარტივად. მოკლედ ძალიან კარგი სათამაშოა ერთი შეხედვით თუმცა სერიოზული მოხმარების შესაძლებლობაც გვაქვს, მისი საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგვიძლია ჩვენი კომპუტერის მართვა.
და ბოლოს PC-უტილიტა ASUS Sync რომელიც საშუალებას გვაძლევს Outlook-თან მოვახდინოთ კალენდრების და კონტაქტების სინქრონიზაცია.
პლანშეტის პროგრამული უზრუნველყოფის დაკვნითი შეფასებისას მინდა აღვნიშნო, რომ სტანდარტული პროგრამული უზრუნვყოფის გარდა ღრუბლოვანი სერვისების მხარდაჭერა და კომპიუტერის დისტანციური მართვის შესაძლებლობა საშუალებას მაძლევს ამ პუქტში პლანშეტს 10 ბალიანი შეფასება მივცე.
პლატფორმა და წარმადობა
წარმადობის შეფასებისას დიდი განსხვავება წინამორბედისგან არ იყო მოსალდნელი. იგივე აპარატული უზრუნველყოფა, პრაქტიკულად იგივე ოპ. სისტემა – რატომ უნდა იყოს შედეგები გნსხვავებული? ჩატარებულმა ტესტება დაადასტურეს ამ მოსაზრების სისწორე. ჩატარებულ იქნა ბრაუზერის ტესტი SunSpider და Quadrant Standart ტესტები, რის შემდეგაც შევადგინე პატარა ცხრილი სადაც შეიძლება შევადაროთ სხვა პლანშეტების მონაცემებს ჩვენი ტესტირების შედეგები:
SunSpirer: უკეთესია ნაკლები მაჩვენებელი. Quadrant Standart: უკეთესია მეტი მაჩვენებელი.
აღსანიშნავია, რომ არის ვიდეოს გაშვების პრობლემები. ჩაშენებული ვიდეო დამკვრელი H.264, 720×400 სატესტო ვიდეოს უცნაური არტეფაქტებით უშვებდა. გარეშე მწარმოებლების ვიდეო დამკვრელის გამოყენებისას პრობლემა ქრებოდა. ვერც სტანდარტულმა და ვერც გარეშე მწარმოებლის დამკვრელებმა ვერ გაუშვეს კორექტულად მაღალი გარჩევადობის ვიდეო რგოლი (H.264, 1920×1080). რგოლი ეშვებოდა მაგრამ გამოსახულება ხშირად იყიდენბოდა, შემდეგ აჩქარდებოდა ისე თითქოს პლანშეტს არ ყოფნიდეს წარმადობა. წარმადობა აქ არაფერ შუაშია საქმე მხოლოდ NVI DIA Tegra 2-სა და Android 3.1-ის პროგრამულ თავსებადობაშია, რომელიც შემდგომ ვერსიებში აუცილებლად გამოსწორდება.
წარმადობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ ჩამოთვლილი პრობლემები რაც საშუალებას არ მაძლევს პლანშეტს მივცე მაღალი შეფასება. ამ ეტაპზე 7 ბალიც საკმარისი იქნება.
ავტონომიური მუშაობა
ავტონომიური მუშაობის შეფასებაში სლაიდერი უფრო სუსტია ვიდრე მისი უფროსი ძმა Transformer, მაგრამ სხვა კონკურენტებთან მიმართებაში მისი მაჩვენებელი არც ისე ცუდია. მასზე 7,5 საათის განმავლობაში შეიძლება ვითამაშოთ Angry Birds (ტესტირება ჩატარდა ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ და მონაწილეობას ღებულობდა რამოდენიმე ადამიანი 🙂 ) იმდენივე დრო შეიძლება ინტერნეტში ხეტიალია (ამავდროულად ფაილების გადმოწერით) და რა თქმა უნდა 8 საათზე მეტი ტექსტურ რედაქტორთან მუშაობა (გამორთული WiFi მოდულით)
ვიდეოს გაშვებისას ერთი ჩვეულებრივი სატელევიზიო სერიალის (21 წუთი H.264. 720×400) განათებით 75% აკუმულატორს მხოლოდ 4%-ით ხარჯავს. ეს ნიშნავს, რომ პლანშეტზე შეუჩერებლად შეგვიძლია ვნახოთ SD-გარჩევადობის ვიდეო 9 საათის განმავლობაში. მართალია ხარისხი არც ისე კარგია, მაგრამ ამის მოგვარება ალტერნატიული დამკვრელებით ხერხდება.
აკუმულატორის და სისტემის ავტონომიურ მუშაობას 10 ბალით შევაფასებ რადგან ის ყველა ლოგიკურ და ფიზიკურ პარამეტრში საშუალოზე მაღალია.
დასკვნა
ASUS Eee Pad Slider – არის ძალიან საინტერესო, არასტანდარუტლი პროდუქტი. ვფიქრობ, რომ გამოჩნდა პირველი პლანშეტი, რომელიც არ გავს iPad-ს და აქვს ინდივიდუალუი და უნიკალური თვისებები. ეს არის მოწყობილობა, რომელიც ადვილად დაგვამახსოვრდება, თუმცა მისი მომხმარებელი ვერ იქნება ყველა, მისი ფასის, წონის ან კლავიატურის გამო. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მყიდველი მას აუცილებლად ეყოლება და დააკმაყოფილებს მასზე დამყარებულ ყველა მოლოდინს. მოკლედ დროა ჩვენი შედეგები 10 ბალიან სისტემაშიც შევაჯამოთ:
დიზაინი – 10
ეკრანი – 9
პროგრამული უზრუნველყოფა – 10
წარმადობა – 7
ავტონომიურობა – 10
და საშუალო არითმეტიკული ამ შეფასებებიდან: 9.2 ბალი რაც ძალიან კარგად გამოხატავს პლანშეტის პოზიციას სხვა მოწყობილობებს შორის, ჩემი აზრით ეს არის ყველაზე ორიგინალური დიზაინის მქონე პლანშეტი მთელს ბაზარზე, რაც კარგად არის შერწყმული მის ერგონომიულობასა და წარმადობასთან. ფიზიკური კლავიატურისა და Android პლატფორმის მოყვარულებს ნამდვილად დაკმაყოფილებს ეს მაღალი კლასის ტექნოლოგიური სიახლე.




















