კომპანია Pantech ოქტომბერში იწყებს მაღალმწარმოებლური სმარტფონის Vega-ს გაყიდვებს მეოთხე თაობის LTE ქსელების მხარდაჭერით.

სიახლეს, რომელსაც აქვს მონობლოკის ტიპის ფორმფაქტორი, გააჩნია 4,5-დიუმიანი სენსორული ეკრანი გარჩევადობით 1280×720 წერტილი და ასევე ორი კამერა (მთავარს აქვს მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერა გარჩევადობით  1920×1080 პიქსელი). არის უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11 b/g/n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები, T-DMB სტანდარტის TV-ტუნერი და NFC მიკროჩიპი.

Pantech Vega LTE-ს აპარატული ფუძე — Qualcomm-ის «სისტემა ჩიპზე» ორი გამომთვლელი ბირთვით, რომელიც ფუნქციონირებს 1,5 გჰც ტაქტურ სიხშირეზე. ოპერატიული  მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს; ხოლო ფლეშ-მოდულის მოცულობა — 16 გბ. კორპუსის სისქე შეადგენს 9,35 მმს.

კომუნიკატორს ექნება Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემა დამატებითი სამომხმარებლო ინტერფეისით Flux UI. ღირებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: TechConnect Magazine

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.