კომპანია Motorola Mobility-იმ დაანონსა მძლავრი სმარტფონი RAZR 4,3-დიუმიანი დისპლეით, რომელიც არის Android 2.3.5-ის პლატფორმაზე.

აპარატი შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში, რომლის სისქეც შეადგენს 7,1 მმ-ს. სენსორული Super AMOLED Advanced ეკრანი, რომელსაც გააჩნია qHD (960×540 წერტილი) გარჩევადობა, დაცულია დაზიანებისგან Gorilla Glass-ის მინით. სიახლეში გამოყენებულია ორბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს; ხოლო ჩაშენებული ფლეშ-მოდულის მეხსიერბა — 16 გბ (კომპლექტში შევა MicroSD-ბარათი იგივე მოცულობით). მოწყობილობას, ასევე გააჩნია Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 4.0 ადაპტერები, GPS მიმღები, ელექტრონული კომპასი, HDMI ინტერფეისი და USB 2.0 პორტი.

RAZR-ს აქვს ორი კამერა: 1,3-მეგაპიქსელიანი წინა კამერა და მთავარი კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, შუქდიოდური გაელვებით და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით 1080р ფორმატში. კვებას უზრუნველყოფს, აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 780 მა/სთ; ენერგომოხმარების ამცირებს პროგრამული უზრუნველყოფა SmartActions, რომლის მეშვეობითაც, როგორც გვარწმუნებენ ავტონომიურად მუშაობის დრო საუბრის რეჟიმში, აღწევს 12,5 საათამდე. სიახლე ბაზარზე გამოჩნდება ნეობრის დასაწყისში. აშშ-ში სმარტფონების გაყიდვებით დაკავდება ოპერატორი Verizon Wireless, სახელით Droid RAZR. მოწყობილობის ღირებულება სააბონენტო ორ წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში იქნება, 300 დოლარი.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=XGyp6dS6zqk

წყარო: Motorola Mobility

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.