გერმანულმა დიზაინერულმა სახლმა Jil Sander და კომპანია LG Electronics-მა დაიწყეს კომუნიკატორის დიზაინერული ვერსიის Jil Sander Mobile-ის ევროპული გაყიდვები.
აპარატი წარმოადგენს სმარტფონ Optimus 7-ის მოდიფიცირებულ ვერსიას, რომელიც ფუნქციონირებს ოპერაციული სისტემის Windows Phone 7.5-ის (Mango) მართვის ქვეშ.
Jil Sander Mobile შესრულებულია Qualcomm-ის ერთბირთვიან პროცესორზე ტაქტური სიხშირით 1 გჰც. 3,8-დიუმიანი სენსორული დისპლეის გააჩნია WVGA (480×800 წერტილი) გარჩევადობა; არის 5-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით (მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა 720р ფორმატში).
კომუნიკატორს გააჩნია 16 გბ ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერება, უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი, GPS-მიმღები, 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენებისთვის და აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 500 მა/სთ. აპარატში ყენდება საფირმო პროგრამული უზრუნველყოფა Jil Sander; კომპლექტში შედის ტყავის ჩასადები და ყურსასმენები.
Jil Sander Mobile-ის ღირებულება არის 300 ევრო.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=0Eu4-iCoFe0
წყარო: MobileBurn

