ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, ცნობილია კომუნიკატორის Galaxy Nexus (Nexus Prime)-ის მახასიათებლები, რომელიც გახდება ერთერთი პირველი მოწყობილობა Android Ice Cream Sandwich (4.0?)-ის პლატფორმაზე.

არსებული მონაცემებით, მძლავარი აპარატი მიიღებს ორბირთვიან პროცესორს TI OMAP 4460-ს ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც და 4,65-დიუმიანი დისპლეის გარჩევადობით 720×1080 წერტილი, რომელიც შესრულებულია Super AMOLED ტექნოლოგიით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს.

სიახლის არსენლაში, ასევე შედის: მთავარი 5-მეგაპიქსელიანი კამერა მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 1080p ფორმატში, წინა კამერა 1,3-მეგაპიქსელიანი მატრიცით, Wi-Fi-ადაპტერი (802.11b/g/n), NFC-მიკროჩიპი და აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 750 მა/სთ. კორპუსის სისქე — 9 მმ.

ჭორების თანახმად, სმარტფონი წარმოდგენილი იქნება 11 ოქტომბერს. ის შემოთავაზებული იქნება მოდიფიკაცეებით, LTE და HSPA მობილური ქსელების მხარდაჭერით.

წყარო: TechConnect Magazine

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.