კომპანია Pioneer Computers Australia-მ დაიწყო შეკვეთების მიღება მინ-კომპიუტერზე DreamBook Wi5, რომელიც არის Intel Atom-ის აპარატულ პლატფორმაზე.

სიახლე წარმოადგენს სმარტფონის და პლანშეტის ჰიბრიდს. ის შესრულებულია «სლაიდერის» ფორმფაქტორზე: მოძრავი 5-დიუმიანი სენსორული დისპლეის ქვეშ განთავსებულია კლავიატურა QWERTY-განლაგებით. ეკრანის გარჩევადობა — 1024×600 წერტილი; მხარდაჭერილია «მულტითაჩ» ტექნოლოგია.

გაჯეტს აქვს პროცესორი Atom Z515, რომელიც ფუნქციონირებს 1,2 გჰც სიხშირეზე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს; ხოლო ჩაშენებული ფლეშ-მოდულის მოცულობა შეასაძლებელია იყოს: 16, 32 და 64 გბ. DreamBook Wi5-ს გააჩნია უკაბელო კავშირის Bluetooth 2.0 და Wi-Fi ადაპტერები, GPS-მიმღები, 0,3-მეგაპიქსელიანი კამერა, MicroSD სლოტი, USB 2.0 და Mini USB პორტები, დინამიკები და ბუდე ყურსასმენებითვის. ასევე არის სიმ-ბარათის ბუდე; მხარდაჭერილია მეოთხე თაობის ქსელებში მუშაობა.

მინი-კომპიუტერის ზომები — 178×85×26,5 მმ, წონა — 438 გ. შესაძლებელია Windows 7-ის ოპერაციული სისტემის დაყენება. სიახლის ღირებულება არის 1 000 დოლარი.

წყარო: Pioneer Computers Australia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.