ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია HTC უახლოეს მომავალში წარმოადგენს კომუნიკატორს Sensation Special Edition-ს, ეს არის პრემიუმ-კლასის აპარატის Sensation-ის გაუმჯობესებული ვარიანტი.

არსებული ინფორმაციით, სმარტფონს ექნება ორბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon MSM8260 ტაქტური სიხშირით 1,5 გჰც. ჩვეულებრივი Sensation იყენებს 1,2-გიგაჰერციან ჩიპს. ოთხჯერ გაიზრდება ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა — 1-დან 4 გბ-მდე, ხოლო აკუმულატორული ელემენტის მოცულობა  1 520-დან 1 730 მა/სთ-მდე.

Sensation Special Edition-ის კომპლექტში შევა მაღალხარისხიანი ყურსასმენები მართვის პულტით. «ჭკვიანი ფოუნის» ღირებულება იქნება, დაახლოვებით 850 დოლარი.

ხოლო აპარატის სხვა ტექნიკური მახასიათბლები არ შეცვლილა: 4,3-დიუმიანი სენსორული დისპლეი გარჩევადობით  qHD (540×960 წერტილი), 768 მბ ოპერატიული მეხსიერება, კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით და ორმაგი შუქდიოდური გაელვებით (მხარდაჭერილია მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერა 1080p ფორმატში), GPS მიმღები, Bluetooth 3.0 და Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n) ადაპტერები, გიროსკოპი, აქსელერომეტრი, ციფრული კომპასი და ასევე, სიახლოვის და განათების სენსორები.

გამოყენებულია IntoMobile-ის მასალები.

One Response

  1. batono davit facebookze mogceret da mipasuxet ra.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.