Sony-იმ ბერლინში (გერმანია) IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა საინტერესო სიახლე — დამატებითი პანელი, რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივი ნოუთბუქის ეკრანზე 3D-გამოსახულების ფორმირება.
გამჭვირვალე პანელი, რომლის სისქეც არის 3 მმ მაგრდება პორტატული კომპიუტერის დისპლეის წინ. 3D-ეფექტი მიიღება ორმაგი ლინზების სისტემის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ხილვადობის კუთხის გაზრდას. სტერეოსკოპური გამოსახულების საყურებლად, არ არის საჭირო სპეციალური სათვალეები.
პანელის შესაძლებლობები დემონსტრირებულია 15,5-დიუმიანი ნოუთბუქის Vaio S-ის მაგალითზე. ამ კომპიუტერს აქვს 6 გბ ოპერატიული მეხსიერება, მყარი დისკი მოცულობით 1 ტბ-მდე, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, ოპტიკური მიმღები (DVD ან Blu-ray) და დისკრეტული ამაჩქარებელი Radeon HD 6630 1 გბ მეხსიერებით (არ აქვს ყველა მოდელს).
პანელის დამაგრების შემდეგ, აუცილებელია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება, რომელიც ვებ-კამერის საშუალებით თვალყურს ადევნებს მომხმარებლის ადგილსამყოფელს. ეს ყველაფერი საჭიროა 3D-სურათების ოპტიმიზაცისათვის; ადამიანი უნდა იმყოფებოდეს, ეკრანისგან 30 სმ-დან 1 მ-მდე დაშორებით.
3D-პანელის შეძენა შესაძლებელი იქნება 130 ევროდ.
გამოყენებულია Nikkei Business Publications-ის მასალები.


dzalian magaria… da nebismier noutbukze sheidzleba dayendes tu marto sonyzea gatvlili?
ჩემი აზრით მარტო სონიზე არ იქნება. ამ ტიპის ეკრანის სხვა ყველა ნოუთბუქზეც იმუშავებს როგორც ვხვდები..
“ამ ტიპის ეკრანის”-ში ვგულისხმობ 15,5 ინჩიან LCD-ს.