რაომდენიმე თვე ბეტა ტესტირების შემდეგ გამოვიდა Motorola ET1 პლანშეტი Android 2.3 ვერსიით. მოწყობილობა განკუთვნილია საწარმოო სექტორისთვის. მუშაობს 1 გჰც. ორ-ბირთვიანი პროცესორზე, აქვს 8 გბ შიდა მეხსიერება და დამატებით 32 GB microSD ბარათების სლოტიც. 7 დიუამიანი Gorilla Glaass მოცულობითი თაჩსქრინი 1024×600 გარჩევადობით. იწონის 635 გრამს და აქვს 8 მეგაპიქსელიანი უკანა კამერა. წინა ობიექტივი განკუთვნილია ვიდეო კონფერენციებისათვის 720p გარჩევადობით. დამატებითი შესაძლებლობებიდან აღსანიშნავია, რომ პლანშეტს აქვს უამრავი აქსესუარი როგორიცაა შტრიხ-კოდების სკანერი, მაგნიტური ლენტის წამკითხავეი, ქამარი და შალითა. მას მხოლოდ WiFi ქსელთან აქვს კავშირი, თუმცა კომპანია უკვე მუშაობს უფრო ფართო დაფარვის ქსელებთან ინტეგრაციაზეც. მწარმოებელს არ დაუფიქსირებია კონკრეტული ფასი, მაგრამ სავარაუდოდ მისი ღირებულება 1000 დოლარზე ნაკლები იქნება. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი ვიდეოც:

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ERlIzLt-h6s&feature=player_embedded[/youtube]

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.