ნოემბერში კორპორაცია Sony იწყებს არასტანდარტული სიახლის — სატარებელი კინოთეატრის HMZ-T1-ის გაყიდვებს, რომელსაც აქვს 3D-კონტენტთან მუშაობის მხარდაჭერა.
HMZ-T1-ის კომპლექტი შედგება ორი მთავარი კომპონენტისგან — თავზე ჩამოსაცმელი მოდულისგან, რომლის მეშევეობითაც ფორმირდება სტერეოსკოპური გამოსახულება და პროცესორული ბლოკისგან, რომელსაც უერთდება სიგნალის წყარო (მაგალითად, Blu-ray ფლეერი).
თავზე ჩამოსაცმელ მოდულს აქვს ორი 0,7-დიუმიანი დისპლეი ორგანულ შუქდიოდებზე (OLED) გარჩევადობით 1280×720 პიქსელი. მოწყობილობა ახდენს გამოსახულების ფორმირებას, რომელიც აღიქმება, როგორც 750-დიუმიან ეკრანზე გამოსახული სურათი. ხილვადობის კუთხე ჰორიზონტალურად არის 45 გრადუსი.
მოდულის შემადგენლობაში, ასევე შედის აუდიობლოკი, რომელიც ქმნის მოცულობითი ჟღერადობის ეფექტს.
პროცესორულ ბლოკს გააჩნია HDMI ინტერფეისი; ამასთანავე ფუნქცია HDMI Pass-Through, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გამოსახულების ჩვენება არამარტო თავზე ჩამოსაცმელ მოდულზე, არამედ დამატებით დისპლეიზე და ტელევიზორზე. ბლოკის გაბარიტები — 180×36×168 მმ.
HMZ-T1-ის კომპლექტის შეძენა შესაძლებელია 800 დოლარად.
გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.