კოლაიდერ SuperB-ის სქემა. ( INFN-ის ილუსტრაცია).
იტალიის ბირთვული ფიზიკის ნაციონალურმა ინსტიტუტმა და რომის უნივერსიტეტმა “ტორვერგატამ” ხელი მოაწერეს საერთაშორისო ლაბორატორიის შექმნის შეთანხმებას, და უკვე დაიწყო პროექტი, რომელიც ელექტრონ-პოზიტრონული კოლაიდერი SuperB-ის მშენებლობას გულისხმობს.
უახლოეს თვეებში პროექტს, როგორც ვარაუდობენ შეუერთდება იტალიის ტექნიკური ინსტიტუტი. SuperB-ის მშენებლობა დაიწყება 2012 წელს, ხოლო კოლაიდერის ექსპულატაციაში გაშვება იგეგმება 2017 წლისათვის. სიჩქარე განპირობებულია იმით, SuperB-ს მოუწევს ანალოგიურ იაპონურ კონკურენტ Belle II-თან კონკურენცია, რომლის სტარტის 2016 წელსაა დაგეგმილი. ” ერთწლიან დაგვიანებას ჩვენ მალევე “ამოვავსებთ” ნაწილაკების შეჯახების სიხშირის გაზრდით, მაგრამ უფრო სერიოზული ჩამორჩენის ლიკვიდირება ძალიან რთული იქნება”, — აღნიშნავს ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტის პრეზიდენტი რობერტო პოტროციო (Roberto Petronzio), რომელსაც შესთავაზეს ლაბორატორიის ხელმძღვანელობა.
SuperB დაპროექტებულია, როგორც ტრადიციული B-factory (B-ქარხანა) — B-მეზონების, D-მეზონების და ტაუ-ლეპტონების მისაღები და მათი დაშლის შესასწავლი დანადგარი. ყველა ეს ნაწილაკი დაიბადება ელექტრონების და პოზიტრონების შეჯახებისას, რომლებიც იმოძრავებენ 1,3 კმ-იან გვირაბში. ნათების SuperB უნდა ჯობდეს არა მხოლოდ ზემოთ ნახსენებ Belle-ს არამედ B-ქარხანა BaBar-საც რომელიც მდებარეობს ამერიკაში National Accelerator Laboratory-ში (SLAC).
ფიზიკოსების თქმით, ცდების შედეგები ახალ კოლაიდერზე, დაეხმარებათ ისეთ კითხვებზე პასუხის გასაცემად, როგორიცაა: რატომ აღემატება სამყაროში მატერიის რაოდენობა ანტიმატერიისას და მეცნიერებს მისცემს სტანდარტული მოდელის სუპერსიმეტრიული გაფართოების “დატესტვის” საშუალებას. ამას გარდა, SuperB, ისევე როგორც, სხვა ნებისმიერი ელექტრონების და პოზიტრონების ამაჩქარებელი გახდება სინქროტრონული გამოსხივების მძლავრი წყარო, რომელიც გამოყენებული იქნება სხვადასხვა ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერიმენტებში.
პროექტის ხელმძღვანელობა ჯერ-ჯერობით მთელი ფინანსური საკითხვების გადაჭრა ვერ მოახერხა. იტალიის მთავროა დათანხმდა გამოეყო 250 მილიონი ევრო კოლაიდერის მშენებლობისათვის, მაგრამ სამუშაოების მთლიანი ღირებულება ფასდება, როგორც 450-600 მილიონი. ასევე ცნობილია, რომ ა.შ.შ მზადაა, რომ SuperB-ს გადასცეს BaBar-ის ზოგიერთი კომპონენტი, რომლებმაც უკვე დაასრულეს თავიანთი სამუშაო. ფულის დანარჩენი ნაწილისთვის ხელმძღვანელები აპირებენ ევროპის ქვეყნებთან მოლაპარაკებას, რომლებიც დაინტერესდებიან პროექტით და ასევე რუსეთთან.
გამოყენებულია Nature News-ის მასალები.

