რა თქმა უნდა Ubuntu პლანშეტებსა და სმარტფონებზე დღესაც შეიძლება დავაყენოთ, მაგრამ არა ოფიციალური მხარდაჭერით. ჭორები იმის შესახებ, რომ Canonical ამზადებს სერიოზულ მზადებას პლანშეტებისთვის გამოჩნდა 2011 წლის დასაწყისიდან, მაგრამ რეალური შედეგი ჯერ არ გამოჩენილა.Unity-ში განხორციელდა მრავალი თაჩ-თავსებადი განახლება და რა თქმა უნდა ARM პროცესორების მხარდაჭერა ბოლო რელიზში, მაგრამ ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ ყველაზე პოპულარული დისტრო მობილურ მოწყობილობებზე გამოდის. Ubuntu Developer Summit-ზე Canonical-ის დამფუძნებელმა მარკ შატლვორტმა მოუწოდა საზოგადოებას იმუშაონ PC ფორმ ფაქტორისგან განსხვავებულ პლატფორმებზეც. შატლვორტმა თქვა, რომ უკვე მოვიდა დრო გადავიდეთ პლანშეტებზე, ტელეფონებზე და ტელევიზორებზე. ჯერ არ გაკეთებულა რამე პროდუქტის ანონსი, მაგრამ საუბარი წავიდა 14.04 ვერსიაზე, რომელიც 2014 წლის აპრილში გამოვა. თუმცა ადრეულ ვერსიებში უკვე იქნება საშუალება თვალყური ვადევნოთ განვითარების პროცესს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.