დეველოპერებმა Windows 8-ის ამოცანათა მენეჯერის (Task Manager) განახლებებზე ისაუბრეს და ყველაზე საინტერესო იქ აღმოჩნდა ბირთვებზე დატვირთვის ნახვის რეჟიმი თბო-რუქით (heat map) თუ თქვენ გაქვთ 8 ბირთვიანი პროცესორი მაშინ ეს საკმაოდ საინტერესო ინქნება, მაგრამ სულ სხვაა, როცა აკვირდებით სერვერის ან დატაცენტრის დატვირთვას. ეკრანის ანაბეჭდებზე, რომელიც Microsoft-მა აჩვენა გამოსახულია 160 ბირთვიანი სისტემა.
მთელი სამუშაო ეკრანი გაყოფილია პატარა კვადრატებად (ანაბეჭდზე უჯრა 16×10) სადაც თითოეული მათგანი შეესაბემება ლოგიკურ პროცესორს. დატვირთვის ხარისი გამოიხატება პროცენტებითა და ფერის ინტენსივობით.
დეველოპერებმა სცადეს შეესწორებინათ Windows 7-ის ინტერფეისის ყველა გაუმართაობა სადაც ძნელი იყო გრაფიკული გამოსახულების წაკითხვა. შეადარეთ თქვენ თვითონ, ქვევით ნაჩვენებია იგივე 160 ბირთვიანი სისტემა Windows 7-ში.
ამისთანა გრაფიკებით, პრაქტიკულად შეუძლებელია შეადაროთ ლოგიკური პროცესორები ერთმანეთს, იმიტომ, რომ ყველა გრაფიკი რეალურ დროში იცვლება, აჩვენებს ისტორიას ბოლო 60 წამის განმავლობაში და გამოიყურება თითქმის ერთნაირად. თბო-რუქის გამოყენება უფრო თვალსაჩინოდ გადმოსცემს ინფორმაციას სისტემის მდოგმარეობის შესახებ.
პროცესორის იდენტიფიკატორი ჩნდება მაშინ, როცა შეაჩერებთ მაუსის კურსორს, რომელიმე უჯრაზე.
თბო-რუქის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ მისი მასშტაბირება ძალიან ადვილია და საჭიროების შემთხვევაში ჩნდება ვერტიკალური ლიფტი.
აღნიშნული ინტერფეისი Windows 8-ში უზრუნველყოფს 640 ბირთვიანი სისტემის მონიტორინგს, ანუ ოპ. სისტემის მიერ მხარდაჭერილ მაქსიმალურ რაოდენობას.
ამოცანათა მენეჯერში შესაძლებელია ნებისმიერი პროცესის რომელიმე ბირთვზე გადატანა თუნდაც ფორსირებულ რეჟიმში.
Windows 8-ის დეველოპერები გვთხოვენ, რომ არ გავერთოთ მიკრომენეჯმებტით, იმიტომ რომ ოპ. სისტემა თვითონაც მშვენივრად ახერხებს დატვირთვის გადანაწილებას და შესაძლოა სისადმინმა უარესი შედეგები აჩვენოს ვიდრე პროგრამულმა ლოგიკამ.
წყარო: Habrahabr





