ეს არის პირველი მაჟორული განახლება Windows Phone პლატფორმისათვის, ვერსია 7.5 კოდური დასახელებით “მანგო”, უკვე გამოვიდა მომხმარებლებისათვის მას შემდეგ რაც ორი თვის წინ გადაეგზავნა მწარმოებლებსა და ოპერატორებს ტესტირებისათვის. Microsoft ახლა უკვე ყოველი ოპერატორის ყოველ მომხმარებელს აძლევს საშუალებას განაახლოს თვისი ტელეფონი, როგორც ამერიკაში ასევე მთელს მსოფლიოში. Windows სმარტფონების მომხმარებლებს ყოველ წუთს შეიძლება მოუვიდეს შეტყობინება განახლების შესახებ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. არის სმარტფონები რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ განახლება – Omnia 7 რომელიც Deutsche Telekom/T-Mobile-ის მომხმარებლებისთვის მთელს ევროპაში, ასევე SFR-ის მომხმარებლები საფრანგეთში. AT&T მხოლოდ HTC Surround, LG Quantu და Samsung Focus 1.3-თვის უშვებს განახლებას. მოლოდინში რჩება HTC HD7S და Samsung Focus 1.4 ასევე გაურკვეველია Dell Venue Pro-ს მდგომარეობა, რომლის შესახებაც ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კომპანიის განცხადებით მომხმარებლების 98% მიიღებს განახლებას, ხოლო დანარჩენი ორი პროცენტი მას შემდეგ რაც ზემოთ ჩამოთვლილი ოპერატორები მოაგვარებენ მიმდინარე პრობლემებს.
უამრავ ახალ ფუნქციასთან ერთად მომხმარებლები მიიღებენ უსაფრთხოების განახლებებსაც. Mango-ს ვებ-ბრაუზერი ფუნდამენტურად იდენტურია Internet Explore 9-სა დესკტოპზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მას მემკვიდრეობით ექნება უსაფრთხოების მაღალი დონე ასვე არსებული პრობლემებიც. ყოველთვიური განახლებებლი ტელეფონებზე არ გამოდის და საინტერესოა თუ როგორ მოხდება ამ პრობლემების მოგვარება ისევე მარტივად, როგორც ეს დესკტოპებზე კეთდება.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ Microsoft-მა შეძლო პირველი სერიოზული განახლების გამოშვება ისევე მარტივად და უპრობლემოდ, როგორც ეს Android-ზე არის შესაძლებელი.
წყარო: arstechnica
