Adobe-სა და Apple-ის ომს ისტორიული საფუძველი აქვს, მაგრამ Flash Player-ის მობილური ვერსიის სიკვდილის მიზეზიც თუ Apple გახდებოდა ვერავინ იფიქრებდა. მაიკ ჩამბერსმა, რომელიც არის Flash-ის მთავარი პროდუქტ მენეჯერი, თავის პერსონალურ საიტზე გაამჟღავნა ზოგიერთი დეტალი, სადაც ხაზი გაუსვა იმას, რომ Apple-მა უარი განაცხადა Flash Player-ის ადაპტირებაზე iOS პლატფორმაში. მან თქვა:მოხდა, რა მობილური ბაზრის ფრაგმენტაცია და იმ დროისთვის ლიდერმა მობილურმა ოპ. სისტემამ მხარი არ დაუჭირა Flash-ს, რომ ყოფილიყო ბრაუზერში, შეუძლებელი გახდა მიღწეულიყო მისი განვითარება ისევე, როგორც დესკტოპზე. არ ქონდა მნიშვნელობა თუ რას ვიზამდით ჩვენ,  Apple-ს გადაწყვეტილი ქონდა, რომ Flash Player არასდროს არ ყოფილიყო iOS-ზე.

ზემოთ აღნიშნულს დაემატა “HTML5-ის მძლავრი მხარდაჭერა უახლეს მოწყობილობებზე” რითაც საბოლოოდ დაესვა მობილური Flash-ის მომავალს წერტილი. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული პლატფორმა არ იქნება დესკტოპზე და არ განვითარდება საერთოდ.

წყარო: მაიკ ჩამბერსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.