Android 4.0 გვიახლოვდება და რა თქმა უნდა ვიხარია მის გულშემატკივრებს. ახლა უკვე ყველამ ვიცით თუ რას უნდა მოველოდეთ მისგან, რჩება მხოლოდ ერთი კითხვა: რომელი მოწყობილობები მიიღებენ ამ სასურველ განახლებას? ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული პასუხი ზოგიერთი კომპანიისგან მაგრამ გვაქვს სია იმ მოწყობილობებისა რომელთა მფლობელებს გაუმართლათ და აუცილებლად მიიღებენ ამ განახლებას.
ASUS
ოფიციალური განცხადება:
“Google-მა გამოუშვა Android-ის განახლება, Ice Cream Sandwich, რომელშიც არის საინტერესო ახალი ფუნქციები. ASUS-ში ჩვენ გვსურს, რომ შევქმნათ უნიკალური პროდუქტები, ამიტომ გვიხარია ახალი ვერსიის გამოსვლა რისთვისაც მადლობელი ვართ. ჩვენ მოხარული ვიქნებით წარმოგიდგინოთ Ice Cream Sandwich – ASUS-ის პროდუქტებში: ASUS Eee Pad – ოჯახში, თუმცა განახლების თარიღს ჯერ ვერ შეგატყობინებთ. ასე რომ დაელოდეთ სიახლეებს ჩვენგანაც”
დადასტურებულია:
- Padfone
- Transformer Prime
- Eeepad Transformer
არ გამოვა:
- არ გვაქვს ინფორმაცია
HTC
ოფიციალური განცხადება:
“ჩვენ გაგვიხარდა ახალი ვერსიის ანდროიდის გამოსვლა და ჯერ-ჯერობით ვარჩევთ მის ფუნქციონალს რომ დავგეგმოთ ჩვენი განახლება. ჩვენი მიზანია მივაწოდოთ მომხმარებელს გაუმჯობესებული სამოხმარებლო ფუნქციები, რაც ნიშნავს ტელეფონის უნიკალური აპარატული შესაძლებლობებისა და HTC Sense-ის თვისებების იდეალურ ბალანსს, HTC Sense-სა და Android-ის ბირთვის ურთიერთშეთანხმებას. ჩვენი მიზანია განვაახლოთ ყველა ჩვენი ახალი მოწყობილობა, მაგრამ მას შემდეგ რაც მივაღწევთ მაღალ წარმადობასა და სტაბილურობას. თვალყური ადევნეთ სიახლეებს განახლებების შესახებ.”
დადასტურებულია:
- HTC Rezound
არ გამოვა:
- Nexus One
LG
ოფიციალური განცხადება:
LG უარყოფს ჭორებს იმის შესახებ, რომ ის არ აპირებს ICS-ზე განახელებას მისი Optimus 2X სმარტფონისთვის. კომოანია ახლა ადგენს გეგმებს ახალ ვერსიაზე გადასვლის შესახებ და აცხადებს, რომ განახლება იქნება, როგორც Optimus 2X ასევე ყველა მისი ჰაი-ენდ სმარტფონისთვის. დამატებითი დეტალები მომავალი განახლების შესახებ აუცილებლად გამოცხადდება მაშინ როცა Ice Cream Sandwich ოფიციალურად დარელიზდება Google-ის მეირ.
დადასტურდა:
- Optimus 2X
არ გამოვა:
- არ არის ინფორმაცია
Meizu
ოფიციალური განცხადება:
MX ბაზარი უცვლელი დარჩება. თუმცა, MX და M9 მალე განახლდება 4.0 (ჯეკ ვონგი, აღმ. დირექტ.).
დადასტურდა:
- Meizu MX, M9
არ გამოვა:
- არ არის ინფორმაცია
Motorola
ოფიციალური განცხადება:
ჩვენ ვადასტურებთ რომ DROID RAZR/ Motorola RAZR, DROID BIONIC და Motorola XOOM (ყველა რედაქციაში) მიიღებს ICS განახლებას.., ჩვენ არ ვადასტურებთ, რომ რომელიმე ჩვენი მოწყობილობა არ მიიღებს ICS-ს,
დადასტურდა:
- Droid RAZR (და Motorola RAZR)
- Droid Bionic
- Xoom
- Xoom 2, Xoom 2 Media Edition
არ გამოვა:
- არ არის ინფორმაცია
Samsung
Official statement:
Samsung Mobile U.S.-ს არ გაუკეთებია არანაირი ოფიციალური განცხადება ICS-ზე განახლების შესახებ. ჩვენ შევატყობინებთ მომხამრებლებს როგორც კი ასეთი რამ გადაწყვეტილი იქნება.
დადასტურდა:
- Galaxy Nexus
- Nexus S
არ გამოვა:
- არ არის ინფორმაცია
Sony Ericsson
ოფიციალური განცხადება:
Sony Ericsson ახლა დაკავებულია მისი 2011 წლის Xperia მოდელებისთვის Gingerbread 2.3.4 ვერსიამდე განახლებით. Gingerbread 2.3.4-ის მერე ჩვენ განვაახლებთ ჩვენს მოწყობილობებს შემდეგი ხელმისაწვდომი პლატფორმით რომელსაც შემოგვთავაზებს Google.
დადასტურდა:
- 2011 წლის Xperia ოჯახი.
არ გამოვა:
- არ არის ინფორმაცია
ZTE
ოფიციალური განახლება:
ZTE-ს არ განუცხადებია არაფერი მისი გეგმების შესახებ, რომელიც ICS-ეხება, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ ახლო თანამშრომლობას Google-თან, რომ მივაწოდოთ მომხმარებლებს უახლესი Android ოპერაციული სისტემა ჩვენს მოწყობილობებზე.
დადასტურდა:
- არ არის ინფორმაცია
Denied:
- არ არის ინფორმაცია
ყწარო: Engadget
