
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილსემა ელქტრონიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელმა Samsung-მა დაიწყო შუქდიოდური ნათურების წარმოება საცხოვრებელი ფართის განათებისთვის. გამოშვებულია 7 სტანდარტული ტიპოზომის ნათურა სინათლის ტემპერატურით 3000 კელვინი. (თბილი თეთრი, იდეალური საცხოვრებელი ფართისთვის) მისი მუშაობის ვადა 40 000 საათია, ანუ 36 წელი ჩვეულებრივი მოხმარებისას – 3 საათი დღეში, რაც LED-ნათურებისთვის საშუალო მაჩვენებელია. რესურსის ამოწურვის შემდეგ შუქდიოდები კარგავენ სიკაშკაშეს მანამ სანამ საერთოდ არ ჩაბნელდებიან 100 000 საათის შემდეგ.
შედარებისთვის, ჩვეულებრივი სითბური ნათურების ვადა 1000 საათი, ჰალოგენების სიცოცხლე 2000 საათი გრძელდება, ლუმენოსცენტური ლამპები კი 12 000 საათს უძლებენ.
Samsung-ის ლამპები საკმაოდ მისაღებ ფასებში იყიდება მინიმალური მოდელი 17$ დან.
LED ნათურების უმსხვილესი წარმომადგენლები არიან კომპანიები: GE, Philips და Osram, მაგრამ ბოლო დროს გამოჩნდა ჩინური და რუსული მწარმოებლები. Samsung-შ შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს მდგომარეობა ბაზარზე.
