Windows 8-ის დეველოპერებმა კიდევ ერთი სასიხარულო სიახლე წარმოადგინეს კორპორაციულ ბლოგში. ახლა უკვე საუბარი არის ინსტალატორის გაუმჯობესებაზე. ჩვეულებრივ ყველა განახლება გაკეთდა მას შემდეგ დეტალურად შეისწავლეს მომხმარებლის ყველა მოქმედება – მათთვის უწინდელი განახლების პროცედურა ძალიან რთულად მიაჩნდათ.
Windows OS-თვის პირველად შექმნეს პატარა ინსტალატორი, რომელსაც შეუძლია საინსტალაციო იმიჯის ინტერნეტიდან გადმოტვირთვა. შესაძლებელია, რომ ეს მათ OS X Lion-დან გადმოიტანეს. იმისათვის რომ გაემარტივებინათ ინსტალაცია მისი ზომა შეამცირეს 1,51 გბ-მდე. (Windows 7 x86 იყო 2,32 გბ.)
რა თქმა უნდა სისტემის დაყენება შესაძლებელი იქნება DVD და USB მატარებლებიდანაც. პროცესი მაქსიმალურად გამარტივდება და ახლა უკვე 11 მაუსის-კლიკით დასრულდება.
შედარებისთვის ასე გამოიყურებოდა Windows 7-ის განახლების პროცესი.
ყველაზე მეტი კლიკი მოდიოდა მოდულებზე Upgrade Advisor და Windows Easy Transfer (ფაილების და პარამეტრების შენახვის მასტერი). Windows 8-ში ეს ორი მოდული ინტეგრირებულია ერთიან ინსტალატორში, სადაც პროცედურების უმრავლესობა ავტომატიზებულია, ამასთან ერთად ვერსიების შედარება, ფაილების შენახვა და პარამეტრები, კრიპტოგრაფიული დაცვის პროგრამების გამორთვა და ა. შ. საბოლოოდ კლიკების რაოდენობა 82%-ით შემცირდა და გახდა 11.
“სუფთა” ინსტალაციის დრო Windows 7-თან შედარებით შემცირდა 30-დან 20 წუთამდე. დეველოპერები ამბობენ, რომ ყველაზე მძიმე განახლება 1,44 მილიონი ფაილითა და 120 პროგრამით მოითხოვს არა უმეტეს ერთი საათისა, უწინ ასეთი განახლება 8-9 საათს მოითხოვდა 🙂
“სუფთა” ინსტალაციის დრო Windows 7-თან შედარებით შემცირდა 30-დან 20 წუთამდე. დეველოპერები ამბობენ, რომ ყველაზე მძიმე განახლება 1,44 მილიონი ფაილითა და 120 პროგრამით მოითხოვს არა უმეტეს ერთი საათისა, უწინ ასეთი განახლება 8-9 საათს მოითხოვდა 🙂
ასეთი მნიშვნელოვანი შემცირება, ადვილად მისახვედრია ხერხდება ფაილების ფიზიკურ გადატანაზე უარის თქმით, ახლა უბრალოდ იცვლება ლინკები ფაილებამდე (hard linking).
წყარო: Windows Developer Blog



