კოსმოსურმა გამა-ტელესკოპმა “ფერმიმ” აღმოაჩინა ცნობილი მილიწამიანი პულსარებიდან ყველაზე ახალგაზრდა. მილიწამიანი პულსარი, ეს არის ნეიტრონული ვარსკვლავი მძლავრი მაგნიტური ველით, რომლის ბრუნვის პერიოდიც იზომება მილიწამებში.
თეორიის თანახმად, ბრუნვის ძალიან მაღალ სისწრაფეს, რომელიც აღწევს 43 000 ბრუნს წუთში, ამ ტიპის პულსარები აღწევენ სხვა “ჩვეულებრივ” ვარსკვლავებთან ურთიერთქმედებისას. თავისი ევოლუციის ერთ-ერთ ეტაპზე მნათობები პულსარს გადასცემენ გაზს (და ენერგიას ბრუნვისათვის), რაც დროდადრო აძლევს მას აჩქარებას, როდესაც გადაცემა დასრულდება, ნეიტრონული ვარსკვლავის მოძრაობა იწყებს შენელებას.
“ფერმის” მიერ დანახული ობიექტი PSR J1823−3021A მდებარეობს არეალში, რომელიც დედამიწიდან დაშორებულია 27 ადათი სინათლის წელიწადით. ამ მიდამოს ასაკი, რომელიც მშვილდოსნის თანავარსკვლავედში მდებარეობს შეადგენს დაახლოებით 10 მილიარდ წელიწადს. PSR J1823−3021A, რომლის ბრუნვის პერიოდიც შეადგენს 5,44 მწ-ს, დიდი ხანია უკვე რაც კლასიფიცირებულია როგორც პულსარი, ხოლო კოსმოსურმა ტელესკოპმა გამოავლინა მისი გამა-პულსაციები 100 მევ ენერგიაზე ზემოთ.
ინფორმაციის დამუშავების დასრულების შემდეგ, ასტრონომებმა გაარკვიეს, რომ PSR J1823−3021A განსხვავდება სხვა მილიწამიანი პულსარებისაგან: მას გასაოცრად ძლიერი მაგნიტური ველი აქვს, მისი ასაკი კი ~25 მილიონ წელს აღწევს, თუმცა ჩვეულებრივ მილიწამიანი პულსარების ასაკი მილიარდ წელზე ნაკლები არ არის ხოლმე. ამას გარდა, პულსარს აქვს რეკორდულად მაღალი გამა-ნათება, რომლის სიმძლავრეც (8,4 ± 1,6)•1034 ერგ/წმ-ს შეადგენს. “გასაკვირია, მაგრამ მთელი გამა-გამოსხივება, რომელსაც ჩვენ ვაფიქსირებთ NGC 6624-ში, მოდის ერთი ობიექტიდან”, — აღნიშნავს გერმანიის მაქს პლანკის სახელობის რადიოასტრონომიის ინსტიტუტის თანამშრომელი პაულო ფრეირე (Paulo Freire), PSR J1823−3021A-ის კვლევების ხელმძღვანელი, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდება ჟურნალ Science-ში.
httpvhd://www.youtube.com/watch?v=mi6wPD-e-as
“ფერმის” მონაცემები, ასევე გამოიყენეს ნამუშევარში, რომლის ანგარიშიც გამოჩნდება ჟურნალ Astrophysical Journal-ის მომდევნო ნომრებიდან ერთ-ერთში. კვლევის ავტორების მიზანი თავიდანვე იყო გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა, რომელიც სწრაფად ბრუნვადი ნეიტრონული ვარსკვლავებისგან მოდის, გამა პულსარების “ბრმა” ძიებისთვის გამოყოფილია ცხრა მანამდე უცნობი ასეთი ტიპის ობიექტი.
ახალი გამა-პულსარების ბრუნვის სიხშირე ხვდება შემდეგ დიაპაზონში 3 დან 12 ჰერცამდე. მათგან ყველაზე საინტერესოს სახელია PSR J0106+4855, მისი ასაკი შეადგენს 3მლნ წელს. PSR J0106+4855 გამოირჩევა კიდევ იმით, რომ პულსაციები რადიოდიაპაზონში ასტრონომებმა მხოლოდ მის შემთხვევაში დააფიქსირეს; დანარჩენი რვა წყარო მიეკუთვნება “რადიოჩუმ” გამა-პულსარებს.
გამა-იმპულსების “ბრმა” ძიების სქემა:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=LtojduaEPAE
გამოყენებულია ბი-ბი-სის მასალები.

