ძვირფასო Android-ის ფანებო და უბრალოდ ჩვენი ბლოგის მკითხველებო, მემგონი სრულდება ჩემი კიდევ ერთი ოცნება და კომპანია Google გამოუშვებს პლანშეტურ კომპიუტერს. კომპანიის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ ერიკ შმიდტმა იტალიურ ჟურნალ Corriere della Sera-თან საუბრისას განცხადა “მომდევნო ექვს თვეში ჩვენ ვგეგმავთ უმაღლესი ხარისხის პლანშეტის გამოშვებას.” ნიშნავს თუ არა ეს ბაზარზე არსებული ბრენდებისთვის კონკურენციის გაწევას, რომელთა შორის მათი პარტინიორებიც არიან თუ ის Nexus-ის მსგავს პროექტს წამოიწყებს.
წინ ცხელი ზაფხული გველოდება და იმედია Google მოლოდინს არ გაგვიცრუებს და შემოგვთავაზებს Galaxy Nexus-ის მსგავს სამაგალითო მოწყობილობას, რომელიც გახდება Android პლანშეტების ეტალონი.
წყარო: Engadget

