სანამ თვით მოწყობილობის განხილვას დავიწყებდე მინდა მოკლე ისტორია მოგიყვეთ მისი შექმნის შესახებ. პლანშეტის მწარმოებელი გახლავთ კომპანია Lab 126 – რომელიც ამაზონის კაპიტალდაბანდებით შეიქმნა 2004 წელს, თუმცა პროდუქტმა დააგვიანა 2011 წლამდე რაც საკმაოდ უცნაურია. ალბათ ეს ყველაფერი იმას უკავშირდება, რომ 2005 წელს კომპანიამ გადაწყვიტა უმთავრესად ელექტრონული წიგნებით ვაჭრობაზე გადასვლა, რასაც მოყვა პირველი თაობის ელექტრონული მელნით მომუშავე წიგნები – 2007 წელს გამოვიდა პირველი Kindle ელ-წიგნი.
2007 წლის Kindle-ის უმთავრესი და ერთადერთი კონკურენტი იყო ფირმა Sony. მაგრამ იყო თუ არა ეს ნამდვილი კონკურენტი? Sony-თვის მთავარი იყო პროდუქტის გაყიდვა და მოგების მიღება მისგან, ხოლო Amazon-ს შორს მიმავალი გეგმები ქონდა და უმთავრესი გათვლა კონტენტზე კეთდებოდა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2007 წლის Kindle იყიდებოდა მხოლოდ ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე რაც ამცირებდა Sony-სა და Amazon-ს შორის დაძაბულ კონკურენციას. უკვე 2009 წელს Amazon-მა გადაწყვიტა საერთაშორისო ექსპანსია და ოფიციალურად დაიწყო რიდერებს შორის კონკურენტული ომი.
Kindle 3-ის გამოსვლისათვის Amazon-მა მკაფიოდ გამოხატა თავისი სწორი დამოკიდებულება აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართ რაც კი შეეხებოდა Kindle-ის ეკოსისტემას რასაც ადასტურებს ის წარმატება რომელსაც მან მიაღწია ბაზრის აღნიშნულ სეგმენტში.
4 წლის განმავლობაში რიდერების ბაზარზე წილის მოპოვებიშ შემდეგ, Amazon-მა გადაწყვიტა უფრო შორს წასულიყო და გაეფართოვებინა Kindle პლატფორმა ახალი მოწყობილობით. როგორც 2007 წელს, კომპანიამ ინოვაციების მხარე დაიჭირა და გამოუშვა პლანშეტური კომპიუტერი – Fire.
Fire – შექმნილია Kindle ოჯახის ყველა ტრადიციების დაცვით: მას აქვს ხელმისაწვდომი ფასი, არის Amazon-ის ეკოსისტემის ნაწილი და არის მაღალი ხარისხის პროდუქტი. მისი პოტენციალური წარმატება თამამად შეიძლება შევადაროთ Apple iPad-ის მიღწევებს ამერიკულ ბაზარზე. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სხვა ქვეყნების ბაზარზე, რასაც დიდი ყურადღება მინდა მივაქციო მთელი განხილვის განმავლობაში.
ვიზუალური მხარე
არც ისე დიდი ხანია, რაც არსებობს პლანშეტების ბაზარი, მაგრამ უმთავრესი ნორმები და ვიზუალური მახასიათებლები უკვე განსაზღვრულია ყველა ტაბლეტისთვის. Kindle-ის დიზაინი შეიძლება ჩაითვალოს ძალიან კარგად სხვა პლანშეტებთან შედარებით. ის ორი ნაწილისაგან შედგება, წინა ნაწილი შესრულებულია შუშისაგან, რომელზეც მოთავსებულია დისპლეი და უკანა ნაწილი რეზინნარევი პლასტმასისგან არის გაკეთებული. პლანშეტის ქვედა ნაპირზე განთავსებულია ჩართვა/გამორთვის ღილაკი, microUSB პორტი და ყურსასმენების ფოსო. ზედა ნაპირზე არის ორი ჭრილი რომლებშიც მოთავსებულია მოწყობილობის სტერეო დინამიკები.

გაბარიტებით Kindle Fire წარმოადგენს მართკუთხედს ზომებით 19 x 12 სმ. სისქით 1,15 სმ. მისი წინა არის 413 გრამი. ის ძალიან კომპაქტურია ზემოთ ჩამოთვლილი მატერიალებისა და ზომების მიუხედავად.

Fire-ის ეკრანის ზომა არის 7 დიუმი გარჩევადობით 1024 x 600 წერტილით და 16 მილიონი ფერით. მისი ზედაპირი არის მოცულობითი სენსორული თაჩ ინტერფეისი, მატრიცა კი IPS ტექნოლოგიით არის შესრულებული და ზედაპირის 85% იკავებს, რომელზეც სხვა მეტი არაფერი არ არის მოთავსებული.

ვინც მიეჩვია წინა მოდელებში SD ბარათების სლოტს ახალ ელ-წიგნს ის არა აქვს ისევე, როგორც მართვის სხვა ღილაკები. როგორც 2011 წელს მოიშორეს QWERTY კლავიატურა ასევე ამ პროდუქტშიც არ არის მართვის არა-ვირტუალური ორგანოები.
ტექნიკური მონაცემები
Kindle Fire-ის ტექნიკური ნაწილის განხილვამდე მინდა აღვნიშნო ეკრანის მონაცემები და ჩემი სუბიექტური შეფასებაც. გამოსახულება ეკრანზე მკაფიოდ და ხარისხიანად გამოიყურება. მას აქვს მისაღები ხილვადობის კუთხეები და კარგი კონტრასტი. სენსორული მართვაც იდეალურად არის განხორციელებული – შეხება ზუსტად აღიქმება და შესაბამისად სწრაფად რეაგირებს ოპერაციული სისტემაც.
რა თქმა უნდა უმთავრეს როლს ამაში თამაშობს პლანშეტის გამოთვლითი სიმძლავრეებით, რომელიც ბაზირებულია ორ-ბირთვიან გიგაჰერციან პროცესორზე (სისტემა ერთ კრისტალზე) OMAP 4 რომელიც კომპანია Texas Instruments-ს ეკუთვნის. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 512 მეგაბაიტს, ხოლო სამუშაო ფლეშ მეხსიერები ზომა 8 გიგაბაიტით განისაზღვრება. მიკროფონი, ვებ-კამერა და GPS-მიმღები ამ პლანშეტში არ არის რაც ერთი შეხედვით მინუსია მაგრამ წინგნისთვის მემგონი ზედმეტია ზემოთ ჩამოთვლილი ინტერფეისები.
ინტერნეტთან წვდომა ხორციელდება ჩაშენებული Wi-Fi ადაპტერის საშუალებით. კარგი იქნებიოდა ყოფილიყო 3G მოდემი უფასო ინტერნეტით, როგორც წინა მოდელებში, თუმცა ეს მოსალოდნელი და ამასთანავე უსამოვნო ნიუანსია მომხმარებლისათვის.
მეორე ნიუანსი არის პლანშეტის საფირმო გარსი, რომელიც Amazon-მა შექმნა Android 2.3 ოპერაციული სისტემის შესანიღბავად 🙂 მას ორი დანიშნულება აქვს: ერთი – იყოს ღილაკების გარეშე ნავიგაციის კარგი ინსტრუმენტი, მეორე – უზრუნველყოფს პლანშეტის ინტეგრაციას Amazon-ის სერვისებთან.
რა ხდება შიგნით
მოწყობილობის ფასი 200 დოლარს შეადგენს და ის იგივე არის ყველა იმ ქვეყანაში სადაც შესაძლებელია Amazon-ის ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობა. ექსპერტების შეფასებით პლანშეტის თვითღირებულება 190-220 დოლარს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ Amazon მოგებას მხოლოდ კონტენტის გაყიდვით ელის.
სანამ პროგრამული უზრუნველყოფის განხილვაზე გადავალ მინდა აღვნიშნო, რომ პლანშეტის ფუნქციონალის გაზრდა შესაძლებელია დამატებითი პროგრამებით, რომლებიც Amazon-ის მაღაზიიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ.
მაშ ასე, Kindle Fire-ს აქვს შემდეგი ტიპის ტექსტური ფაილების წაკითხვის შესაძლებლობა AZW (Amazon-ის საფირმო დახურული ფორმატი), MOBI, PDF, TXT, DOC, DOCX, PRC და Audible AA და AAX. ხმოვანი ფაილების შემდეგი ფორმატები: MP3, OGG, AAC (DRM-ის გარეშე). რაც შეეხება ვიდეოს, შესაძლებელია MP4 და VP8 კოდეკების გამოყენება. და როგორც იქნა შესაძლებელია JPEG, GIF, PNG და BMP გამოსახულებების ჩვენებაც.
ინტერნეტში სამუშაოდ Kindle Fire-ში არის საფირმო ბრაუზერი Silk, რომელსაც აქვს Adobe Flash ტექნოლოგიის მხარდაჭერა.
Kindle Fire-ის პროგრამული გარსი სრულიად ფარაცს Android ოპერაციული სისტემის შიდა მხარეს, ის სრულად არის დამოკიდებული Amazon Store-ის კონტენტზე. პლანშეტის სარგებლობისათვის აუცილებელია Amazon-ის სამომხმარებლო ანგარიში რისის შექმნის ან შეყვანის შემდეგ ჩვენ მთავარ ეკრანზე მოვხვდებით.
ზევით არის მოთავსებული ძიება და განყოფილებებში გადასასვლელი პანელი. შემდეგ მოდის ბოლოს ნაყიდი ან გაშვებული პროგრამებისა და წიგნების თარო და ხშირად გამოყენებადი პროგრამების თარო.
განყოფილებები დაყოფილია შემდეგ პუნქტებად: Newsstand – გაზეთების თარო, სადაც შეგიძლიათ ნახოთ გამოწერილი გაზეთები და გადახვიდეთ მაღაზიაში. Books (წიგნები) Music (მუსიკა), Video და Docs – რომელშიც გამოტანილია როგორც ნაყიდი ასევე კომპუტერიდან ჩატვირთული დოკუმენტები მუსიკა და ვიდეო.
სწორედ აქედან იყწება უსიამოვნებების ტალღა, რომელიც თან სდევს Amazon Kindle-ს ამერიკიდან, სადაც მისი ყველა სერვისი არის ხელმისაწვდომი.
თავიდანვე პლანშეტში ჩატვირთულია მცირე რაოდენობის პროგრამები: Facebook-ის კლიენტი და IMDB კლიენტი, მაღაზიაში შესასვლელი პროგრამა Shop და RSS აგრეგატორი Pulse, საფოსტო კლიენტი, პროგრამა-გალერეა, Audible-ის ფლეერი, კონტაქტების წიგნი და საოფისე პაკეტი, ტექსტური, ცხრილების და პრეზენტაციების რედაქტირებისთვის. ეს არ ის ძალინა მწირი კრებული, რომელიც საკმარისი არ არის თუნდაც უმთავრესი მოთხოვნებისთვის. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არის Amazon-ის მაღაზიიდან პროგრამების ყიდვა.
სამწუხაროდ საქართველოდან ამის გაკეთება შეუძლებელია. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე Kindle Fire-ს არა აქვს წვდომა არც ფილმებზე არც მუსიკაზე და პროგრამებზე. სისტემის გვერდის ავლა ისევე როგორც iPad-ზე ამერიკული რეგისტრაციით შეუძლებელია, ის ჯიუტად არის დამოკიდებული IP გეოლოკაციაზე. პროგრამების და წიგნდების ყიდვა შესაძლებელია ამერიკული საკრედიტო ბარათით, თუმცა ეს წესი არ ვრცელდება მუსიკაზე და ფილმებზე.
Silk ბრაუზერი საკმაოდ სწრაფად მუშაობს, მაგრამ ზოგიერთ საიტებზე ქართული შრიფტის პრობლემები მაინც არის.
ქართული შრიფტი PDF ფაილებში მშვენივრად ჩანს, მაგრამ გაურკვეველა, რატომ არ რენდერდება ზოგიერთ საიტზე გამოყენებული ქართული სიმბოლოები, ანალიზმა აჩვენა, რომ ორივე შემთხვევაში გამოიყენება უნიკოდ-სიმბოლოები.
ვიდეო ფაილები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია ჩავაგდოთ მოწყობილობაში ვიდეო თაროზე არ დაგხვდებათ მათ სანახავად პროგრამებიდან გალერეაში უნდა შეხვიდეთ, გალერეაშივე დაგხვდებათ თქვენს მიერ ჩატვირთული ფოტოებიც.
ჩატვირთული მუსიკა კი უპრობლემოდ შეგიძლიათ ნახოთ მუსიკის განყოფილებაში და მოუსმინოთ ზემოთ ჩამოთვლილი ფორმატის ნებისმიერ ფაილს
შესაძლო გადაწყვეტა შეიძლება ვეძებოთ თვით ანდროიდის ბირთვში და კონკრეტული არც-ისე მარტივი მანიპულაციების შემდეგ დავაყენოთ პროგრამები Android Market-დან ან სხვა წყაროებიდან. უნდა აღვნიშნო, რომ უკვა არის გარკვეული საშუალებებიც დავაყენოთ სხვა ფირმვერი და ვისარგებლოთ ჩვეულებრივი Android-ით, მაგრამ ეს უკვე სხვა განხილვის თემაა სადაც უკვე საერთო არაფერი არ გვექნება Amazon-თან გარდა იმისა, რომ ის არის აპარატული მხარის მწარმოებელი.
სხვა ფირმვერის გამოყენების გარდა არის კიდევ ერთი გზა, შეგვიძლია ჩავტვირთოთ პროგრამები USB რეჟიმის საშუალებით. თუმცა ეს ოპერაციაც მოითხოვს მომხმარებლის მხრიდან არც ისე ადვილი მანიპულაციების ჩატარებას იმის გარდა, რომ საჭირო იქნება პარამეტრებში სხვა მომწოდებლის პროგრამების ინსტალაციის დაშვება.
რეზიუმე
ის, რომ ამერიკაში Kindle Fire ძალიან წარმატებული იქნება ეჭვგარეშეა. 200 დოლარის ღირებულების პროდუქტი ფლობს ძალიან ბევრ მიმზიდველ თვისებას, ეს არის კარგი ეკრანი, მოხერხებული ფორმ-ფაქტორი, მარტივი და გასაგები პროგრამული გარსი, ავტონომიური მუშაობის 8 საათიანი რეჟიმი. ფოტოაპარატის, მიკროფონის, GPS და SD ბარათების სლოტის არ ქონა არ შეუშლის ხელს მომხმარებელს ისარგებლოს წიგნებით მუსიკით, ფილმებით და პროგრამებით Amazon-ის მაღაზიიდან. კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი არის მძლავრი პროცესორი და ოპერატიული მეხსიერება, როპმელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ითამაშოს უამრავი კარგი თამაში Amazon-ის მაღაზიიდან.
საქართველოსთვის Kindle Fire თითქმის უსარგებლოა. მისი ფასი საკმაოდ დაბალია, მაგრამ მისი ყიდვის და ჩამოტანის სქემებიც საკმაოდ დახლართულია ქართველი მომხმარებლისათვის. Amazon-ის სხვა ელ-წიგნებს აქვს უფასო ინტერნეტი და სხვა საინტერესო ფუქნციონალი რაც Kindle Fire-ს არა აქვს ასევე საქართველოს ტგერიტორიიდან მაღაზიით სარგებლობის არქონა საბოლოო წერტილს უსვამს მის გამოყენებას ქართველი მომხმარებლისთვის. არც ამერიკული საკრედიტო ბარათი არის გამოსავალი, რადგან მისი საშუალებით მხოლოდ წიგნებისა და პროგრამების ყიდვა არის შესაძლებელი და ამასთანავე აღნიშნული ბარათის შოვნა არც ისე ადვილია ნებისმიერი მომხმარებლისათვის. ასევე დიდი მინუსი არის ჩაშენებული მეხსიერების მცირე მოცულობა და ის რომ არ არის HDMI პორტი.
Kindle Fire-ის შეძენით ჩვენი მომხმარებელი პირველ რიგში მიიღებს, არც ისე ცუდ პლანშეტს მედია ფლეერს და რიდერს ფოტოგალერეით და ინტერნეტ ბრაუზერით, RSS კლიენტითა და საფოსტო პროგრამით, ასევე რამოდენიმე Android პროგრამას. თუმცა ეს მინიმუმიც არ არის იმისა თუ რისი მიღებაც შეიძლება Android პლანშეტისგან მისი სრული ფუნქციონალის და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებისას არის შესაძლებელი.














