ჭორები და დასტურდა და გამოჩნდა Google-ის ახალი პროდუქტი: Currents. აპლიკაცია ხელმისაწვდომია ორივე პლატფორმისთვის. არის როგორც პლანშეტური ასევე სმარტფონის ფორმატშიც და უფრო საინტერესო და მოქნილი ინტერფეისით გვთავაზობს ინტერნეტ-სიახლეების წაკითხვას. ეს უფასო პროგრამა არის გრაფიკით დატვირთული ჟურნალი სადც შეგიძლიათ ნახოთ სიახლეები პორტალებიდან AllThingsD, PBS, Huffington Post და Fast Company, ასევე ღია Google+ ლენტები და RSS-არხები. ასევე შეგიძლიათ თქვენი Google Reader-ის ხელმოწერების შემოტანაც და რაც მთავარია შეგიძლიათ ოფლაინ რეჟიმში წაიკითხოთ შერჩეული პოსტები. ახალი პროდუქტი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Android მარკეტში ან App Store-ში, მაგრამ ნუ იჩქარებთ, ნახეთ ქვევით მოთავსებული ვიდეო:
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=5LOcUkm8m9w[/youtube]
რჩევა: როგორც გაირკვა Currents არის მხოლოდ ა.შ.შ-ში მყოფი მომხმარებლებისთვის ჯერ-ჯერობით და საქართელოდან მისი გამოყენება სამწუხაროდ შეუძლებელია. თუმცა არსებობს მშვენიერი გამოსავალი Android-ის მომხმარებლებისთვის, თუ გაქვთ root წვდომა თქვენს სმარტფონზე ან პლანშეტზე დააყენეთ პროგრამა Market Enabler-რომლის დახმარებითაც თქვენ შეგიძლიათ ამერიკული ოპერატორის Android Market-ზე გადასვლა რაც პროგრამის ინსტალაციისა და მისი შემდგომი გამოყენების საშუალებიას იძლევა უპრობლემოდ, ასევე iTunes-ის ამერიკული ვერსიის მომხმარებლებასაც არ ექნებათ ამ პროგრამის ჩამოტვირთვის პრობლემა.
