დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი Google-ის საიდუმლო პროექტის შესახებ. ცნობილი გახდა რომ პროექტის კოდური დასახელებაა Majel და ეფუძნება  Majel Barrett-Roddenberry-ს რომლის ხმითაც ცნობილ სერიალში Star Trek საუბრობდა ფედერაციის კომპიუტერი.

Majel არის Google-ის Voice Actions-ის ევოლუცია, რომელიც თითქმის ყველა Android-ზე არის ხელმისაწვდომი. ის ასრულებს ისეთ ბრძანებებს, როგორიცაა ტექსტის გაგზავნა ან ვებ-საიტებზე გადასვლა. Majel-ის წყალობით შესაძლებელი გახდება ბრძანებების გაცემა ჩვეულებრივი საუბრით, ისევე როგორც Siri.

მოქმედებების სასაუბრო ენით შესრულება და რეზულტატები პირველ ვერსიაში შემოფარგლული იქნება Google-ის საძიებო სისტემის მონაცემთა ბაზით. Google X – საიდუმლო ლაბორატორიის ინჟინრები ყველაზე დატვირთული გრაფიკით მუშაობენ იმაზე, რომ საწყისი რელიზი წლის ბოლომდე მოასწრონ.

თუ დეკემბრის ბოლოს არ იქნა იანვარში ან თებერვალში ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი ამ სიახლის გამოსვლა. როგორც Google-ის წარმომადგენელმა მათიას დუარტემ თქვა Slashgear-თან ინტერვიუში: “ჩვენი მიდგომა უფრო ემსგავსება Star Trek-ის Enterprise-ის სისტემას; სისტემის ყოველი ნაწილი თავსებადი უნდა იყოს ხმასთან. ჩვენ არ ვთვლით, რომ ის უნდა იყოს პერსონა, ის უბრალოდ კომპიუტერი იქნება”

თავიდან იყო აზრი, რომ Google-ის მიდგომა გაითვალისწინებდა ანიმირებულ ავატარს, მაგრამ აღმოჩნდა რომ კომპანიამ ყურადღება შეაჩერა გადამუშავებულ კომპიუერულ ხმაზე, რომელიც უფრო ნატურალურად ჟღერს ვიდრე დღემდე არსებული ხმის სინთეზატორი, რაშიც მას დაეხმარება Phonetic Arts, რომელიც ახლახან შეიძინა ერიკ შმიდტმა.

ახლა კი ვნახოთ ვიდეო თუ, როგორ ესაუბრება Star Trek-ის Enterprise-ის მთავარ კომპიუტერს დეიტა:

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=tpKx7Oi0oeM[/youtube]

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.