
ჩინურმ კომპანია Meizu-მ წარმოადგინა ფლაგმანური კომუნიკატორი MX, რომლის შესახებაც ჭორი გამოჩნდა ზაფხულში.
როგორც იუწყებიან, სმარტფონი გაყიდვაში გამოვა 1 იანვრიდან, რომელსაც გააჩნია 1,4-გიგაჰერციანი ორბირთვიანი პროცესორი Samsung Exynos 4210 და 16 გბ ინტერგრირებული ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერება. მოგვიანებით, 2012 წელს ხელმისაწვდომი გახდება მოდელი ოთხბირთვიანი ჩიპით და 32 გბ მეხსიერებით.
კომუნიკატორს აქვს 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, GPS-მიმღები, 0,3-მეგაპიქსელიანი წინა კამერა და მთავარი 8-მეგაპიქსელიანი კამერა პანორამული გადაღების და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 1080р ფორმატში, სიჩქარით 30 კადრი წამში.
სენსორული დისპლეის ზომა შეადგენს 4 დიუმს; ხოლო მისი გარჩევადობა არის 640×960 წერტილი. ასევე ნახსენებია, ორი მიკროფონი, MicroUSB პორტი და აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 600 მა/სთ. აპარატის სისქე შეადგენს 10,3 მმ-ს.
თავდაპირველად სმარტფონს ექნება არსებითად მოდიფიცირებული ოპერაციული სისტემა Android 2.3.5 დასახელებით Flyme OS; მოგვიანებით ხელმისაწვდომი იქნება განახლება Android 4.0-მდე. მხარდაჭერილია HSPA+ მობილურ ქსელებში მუშაობის მხარდჭერა.
Meizu MX-ის ფასი — იწყება 470 დოლარიდან.

წყარო: Meizu
