კომპანია Samsung-მა დაიწყო  SSD-დისკების წარმოება პორტატული კომპიუტერებისთვის.

ახალი დისკები, რომლებიც შედის PM830-ის სერიაში, დამზადებულია NAND ფლეშ-ბარათის ბაზაზე Toggle DDR ინტერფეისით, რომლებიც დამზადებულია 20-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. მათ გააჩნიათ  SATA 3.0 კონტროლერი და mSATA კონექტორი.

SSD-დისკები შემოთავაზებული იქნება 32, 64, 128 და 256 გბ მოცულობით; ინფორმაციის წაკითხვის და ჩაწერის სიჩქარე აღწევს 500 და 260 მბ/წ-მდე შესაბამისად. ნახსენებია, მონაცემების შიფრირების მხარდაჭერა AES  (Advanced Encryption Standard) ალგორითმის მიხდევით 256 ბიტიანი გასაღებით.

დისკები ზომები შეადგენს  50,95×30×3,8 მმ-ს, ხოლო მათი წონა არის დაახლოვებით, 8გ. მოსალოდნელია, რომ სიახლეები პირველ რიგში გამოყენებული იქნება, ულტრაბუქებში — თხელ და მსუბუქ პორტატულ კომპიუტერებში.

წყარო: Softpedia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.