ტყუპი აპარატების GRAIL-A და GRAIL-B-ს მოგზაურობამ მთვარის მიმართულებით, რომელმაც სტარტი 10 სექტემბერს აიღო, დასრულდა ჩვენი თანამგზავრის ორბიტაზე.
ზონდების ახლანდელ ორბიტას აქვს ელიფსური ფორმა რომლის სიმაღლეც ~90 დან ~8 360-მდე კილომეტრია, ხოლო მთვარის გარშემო ერთ სრულ ბრუნს ისინი 11,5 საათში ახორციელებენ. თავდაპირველად მოძრაობის ასეთ ტრაექტორიაზე გადავიდა GRAIL-A, რომლის მანევრიც დასრულდა 1 იანვარს. ხოლო უკვე 2 იანვარს მას შეუერთდა GRAIL-B.
უახლოეს დროში სპეციალისტები დაიწყებენ GRAIL-ის ორბიტის სიმაღლის შემცირებას, და ნელ-ნელა მიუახლოებენ მას წრის ფორმას. მარტში, როდესაც დაიწყება მეცნიერული დაკვირვების პროგრამა, აპარატები იმოძრავებენ მთვარის ზედაპირიდან ~55 კმ-ზე, და ერთ სრულ ბრუნს მის გარშემო დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.
მისიის ძირითადი დანიშნულება გახდება ჩვენი თანამგზავრის გრავიტაციული ველისა და შიდა აგებულების შესწავლა. GRAIL-A და GRAIL-B, რომლებიც იმყოფებიან ერთ ორბიტაზე ერთმანეთისაგან არც ისე შორს, შეამოწმებენ გრავიტაციული ძალების მოქმედებას, რომელიც იცვლება რელიეფის ცვალებადობასთან ერთად. ასეთმა ცვლილებებმა უნდა გამოიწვიოს GRAIL-A-ს გადაადგილება GRAIL-B-სთან მიმართებაში, რასაც დააკვირდებიან და დაარეგისტრირებენ მეცნიერები.
ყოველი ზონდი ასევე აღჭურვილია მცირე ზომის კამერა MoonKAM-ით, რომელიც უკან აგზავნის მაღალი გარჩევადობის სურათებს. მის მუშაობას გააკონტროლებენ არა NASA-ს თანამშრომლები, არამედ უბრალო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც აარჩევენ გადაღების კონკრეტულ ადგილს და დროს, და თავიანთ გადაღებულ მთვარის უკვე მზა სურათებს თვალს მიადევნებენ MoonKAM-ის ვებ-გვერდზე.
GRAIL-A უახლოვდება მთვარეს:
httpvhd://www.youtube.com/watch?v=mCgwhXKkmdw
გამოყენებულია NASA-ის მასალები.

