ახალი სინაფსები, რომლებიც წარმოიქმნება დამახსოვრების და დასწავლისას, ცდილობენ განთავსდნენ ერთმანეთთან ახლოს და წარმოქმნიან კლასტერ-კუნძულს, რომლის საზღვრებშიც, იჭერენ და ხელს უწყობენ ერთმანეთს.

დასწავლა და დამახსოვრება ხდება ნერვულ უჯრედებს შორის კავშირის დამყარების ხარჯზე: ახალი სინაფსების მეშვეობით წარმოიქმნება ახალი ნეირონული ჯაჭვი, რომლებშიც თავსდება შემოსული ინფორმაცია. ახლა ახალ სინაფსებისა და დასწავლის კავშირი ერთი და იგივე ადგილი გახდა. მაგრამ როგორ ხდება ახალი კავშირების წარმოქმნა, რა კანონზომიერებას ექვემდებარება? მეცნიერებმა სანტა-კრუზში კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (ა.შ.შ) სცადეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

წინათ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მოძრაობითი აქტივობა, მოტორული ქერქის ნეირონებში წარმოშობს ე.წ დენდრიტულ ეკლებს, განსაკუთრებულ წარმონაქმნებს, რომლების საბოლოოდ გარდაიქმნებიან სინაფსებად. ახლა მეცნიერებმა უკვე გააანალიზეს მოტორული ქერქში, სინაფსები ციკლის მიმდინარეობა დასწავლისას.

თაგვებს, იმისთვის რომ საკვები მიეღოთ, ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მანიპულაცია უნდა შეესრულებინათ. მკვლევარები დააკვირდნენ რა ამ პროცესში წარმოქმნის სინაფსებს, აღმოაჩინეს, რომ დასწავლის პროცესში ყოველი მომდევნო სინაფსი ფორმირდება მის წინამორბედთან მაქსიმალურად ახლოს. ანუ დამახსოვრებას თან მოყვება სინაფსების კლასტერიზაცია; ნეირონთაშორისი კონტაქტების დაახლოებით მესამედი წარმოქმნის ასეთ სინაფსურ კუნძულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი სინაფსები, რომლებიც იმყოფებიან კლასტერის ფარგლებში, არიან უფრო გრძელვადიანები, ვიდრე ისინი, რომლების ფორმირებაც “მეზობლებისგან” შორს მოხდა.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ავტორები წერენ, რომ მეზობელ დენდრიტულ ეკლებს, სინაფსების წინაპრებს, შეუძლიათ ერთმანეთის “ხელშეწყობა”: თუ ერთი ეკლის გვერდით წარმოიშობა მეორე, ამ შემთხვევაში პირველი კიდევ უფრო იზრდება ზომაში. ანუ კლასტერიზაცია ხელს უწყობს დამახსოვრების პროცესისათვის მზაობას და ქმნის მყარი კავშირების საფუძველს. ასევე მეცნიერები აღნიშნავენ ასეთი ტიპის კლასტერების მაღალ სპეციალიზაციას. ექსპერიმენტის მსვლელობისას ცვლიდნენ პირობებს: თაგვებს, საკვები სხვა მოძრაობით უნდა მოეპოვებინათ, ანუ იმისგან განსხვავებულით, რომლითაც იპოვებდნენ მანამდე. ამ შემთხვევაში ძველ მოტორულ მასალაზე ჩამოყალიბებული სინაფსების კლასტერები გამოუსადეგარები ხდებოდნენ: მათ ადგილას მოდიოდნენ ახლები, რომლებიც მოტორიკის უკვე ახალ სურათს შეესაბამებოდნენ. საბოლოოდ კლასტერიზაცია წარმოიქმნა სწორედ იმ პირობებში, როდესაც თაგვებს დავალება გაამეორებინეს. თუ თაგვებს საჭმლის ყოველ ჯერზე ახლებურად ამოღება უწევდათ, მაშინ დენდრიტული ეკლები და სინაფსები არ წარმოქმნიდნენ არანაირ კუნძულებს, მათი მხოლოდ მცირედი ნაწილი მიიწევდა ერთმანეთისაკენ. ანუ კლასტერიზაცია შეინიშნებოდა, მხოლოდ მიზანმიმართული სწავლების პროცესისას, ერთი და იგივე მოძრაობების გამეორების დროს.

ნათელია, რომ დამახსოვრების წარმატებულობა დამოკიდებულია სინაფსების კლასტერიზაციაზე, მაგრამ, მაგალითად რამდენად ხშირადაა საჭირო დასასწავლი მოქმედების გამეორება, იმისთვის, რომ წარმოიქმნას სუსტი კლასტერი, ეს მკვლევარებმა ჯერ-ჯერობით არ იციან. სინაპტიკურ კლასტერებზე სამუშაოები გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ნეიროფიზიოლოგების შრომები გამოყენებას ჰპოვებს პედაგოგიურ მეცნიერებებშიც.

გამოყენებულია სანტა-კრუზში კალიფორნიის უნივერსიტეტის მასალები.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.