როგორც ჭორებიდან იყო ცნობილი MWC 2012-ზე უნდა გამოჩენილიყო .Intel-ის ჩიპზე შექმნილი სმარტფონი და აი ისიც. წარმოდგენილ იქნა Intel Medfield-ზე დაფუძნებული სამი მოწყობილობა. მათ შორის არის Lava Xolo X900, რომელიც მუშაობს Android 2.3 Gingerbread-ის მართვის ქვეშ და განკუთვნილია ინდოეთის ბაზრისთვის.
LCD ეკრანის გარჩევადობა შეადგენს 1024×600 წრტილს და მის ზევით არის 3 მეგაპიქსელიანი კამერა, ასევე არის ოთხი მოცულობითი ღილაკი ეკრანის ქვევით. ასევე არის HDMI გამომყვანის პორტი და დაფარული microSIM ბარათის სლოტი. სმარტფონის უკანა პანელზე გამოსახულია ინტელის ცნობილი ლოგო და რა თქმა უნდა 8 მეგაპიქსელიანი კამერა LED გაელვებით.
საინტერესო დიზაინის მქონე კორპუსში იმალება 1,456 მილიამპერიანი აკუმულატორი microSD ბარათების სლოტი. როგორც მწარმოებელი ამბობს მოწყობილობა მოლოდინის რეჟიმში არ გამოირთვება 14 დღის განმავლობაში. 1080p გარჩევადობის ვიდეოს ვუყურებთ 6 საათის განმავლობაში და ვისაუბრებთ განუწყვეტლივ 8 საათის განმავლობაში. როგორ ხდება ასეთი ენერგომოხმარების მიღწევა? ეს ყველაფერი პროცესორის დამსახურება რომლის ენერგომართვის სისტემა ავტომატურად ცვლის მუშაობის სიხშირეს და გადადის თვლემის რეჟიმში როცა ეკრანი გამოირთვება.
Medfield Z2460 პროცესორი, რომელიც 1.6 გიგაჰერცზე არის დაყენებული მხოლოდ ერთ-ბირთვიანი, მაგრამ ის საკმარისია თაჩ-ინტერფეისითვის და პროგრამების კომფორტული მუშაობისთვის. Intel-ს უკვე მზად აქვს ამავე ჩიპის 2 გიგაჰერციანი მოდელი, მაგრამ მისი გამოყენება სრულიად დამოკიდებულია მწარმოებლებზე.
[viddler id=6318e434&w=545&h=307]
იმედია ძალიან მალე Intel-ის ჩიპების ბაზაზე არა მხოლოდ ინდოეთის ბაზარზე გამოვა შესანიშნავი მოწყობილობები.

