Archos G9 პლანშეტების მფლობელები ძალიან მალე მიიღებენ Android 4.0 Ice Cream Sandwich განახლებას. Archos 80 G9 და Archos 101 G9 პლანშეტები მიიღებენ განახლებას და ძველი 3.0 Honeycomb-ის ნაცვლად იქნება უახლესი ოპერაციული სისტემა მისი ფუნქციონალის სრული მხარდაჭერით. განახლება მოხდება ავტომატურად WiFi ან 3G ქსელის საშუალებით და იქნება ძალიან მარტივი. თქვენ უბრალოდ მოგიწევთ განახლების შემოთავაზებაზე დათანხმება და რამოდენიმე წუთში გექნებათ ნაყინის სენდვიჩი თქვენს პლანშეტებზე.
ყველაზე საინტერესო სიახლეებს შორის, რომელსაც მიიღებს მოწყობილობა იქნება მარტივი მრავალამოცანიანობა, შეცვლადი მთავარი ეკრანი, მასშტაბირებადი ვიჯეტები, გაუმჯობესებული გრაფიკული შესაძლებლობები და სოციალური ქსელების უკეთესი ინტეგრაცია. იქნება სრული 1080p–ს მხარდაჭერა, ოპტიმიზებული ფაილების მენეჯერი სრული drag and drop-ის მხარდაჭერით, USB Ethernet-ის მხარდაჭერით და Archos-ის სპეციალური დისტანციური მართვის პულტის პრგრამაც. არ იქნება Face Unlock (სახის ამოცნობით განბლოკვა) რაც ფრონტალური კამერის დაბალი გარჩევადობის გამო შეუძლებელია ტექნიკურად.

