მინდა წარმოგიდგინოთ ახალი ანდროიდ პლანშეტების განხილვა, რომელიც ჩემს ხელში აღმოჩნდა და მომეცა საშუალება დეტალურად შემესწავლა და შემდგომ თქვენთვის გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები. საუბარია კომპანია Archos-ის ფლაგმანური პლანშეტების შესახებ Archos 101 G9 Turbo და 80 G9 Turbo.

ორივე პლანშტი ერთნაირი დიზაინით არის შესრულებული, განსხვავება მხოლოდ ზომებშია. პალნშეტები სხვა Android პლანშეტებისგან განსხვავებულია და გააჩნია თავისი ორიგინალური თავისებურებები. მათ აქვთ პლასტმასის კორპუსი ორივე გვერზე მომრგვალებული ნაპირებით და უმთავრესი განსხვავება სხვა პლანშეტებისგან ის არის, რომ მათ აქვთ დასაკეცი სადგამი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პლანშეტის პლასტმასის კორპუსი და მყარი დისკი საკმაოდ მძიმეა მისი დაჭერა ხელში დიდი ხნის განმავლობაში საკმაო დისკომფორტს იწვევს და დასაკეცი სადგამი ამ შემთხვევაში შესანიშნავი ოფციაა კომფორტული მუშაობისთვის.

Archos-ის პლანშეტები შექმნილია ორბირთვიანი ARM პროცესორის  CORTEX A9 OMAP4 რომლის ტაქტური სიხშირეა 1.5 GHz და აქვს 3D OpenGL (ES 2.0) მხარდაჭერა.

კარგად არის ორგანიზებული ქსელური ინფრასტრუქტურაც. WiFi, Bluetooth და GPS მოდულების გარდა არის USB პორტი, რომელზეც შეიძლება ნებისმიერი მედია მოწყობილობის მიერთება და ასევე საფირმო 3G USB მოდემის ოფციაც.
ამის გარდა არის microSD ბარათების სლოტი და HDMI პორტი FullHD ვიდეოს მხარდაჭერით. სხვა პლანშეტებისგან განსხვავებით ამ მოწყობილობაში განხორციელებულია ყველანაირი მეხსიერების მხარდაჭერა. მას აქვს ჩაშენებული ფლეშ მეხსიერება ან მყარი დისკი 250 გიგაბაიტი მოცულობით, ასევე microSD ბარათების მხარდაჭერაც და USB პორტზე მიერთებული ფლეშ დრაივებისა და გარე მყარი დისკების მიერთების საშუალებაც, რაც პლანშეტს ძალიან მრავალფუნქციურ შესაძლებლობებს სძენს.

ჩემს ხელთ არსებული პლანშეტებს შორის უმთავრესი განსხვავება ის გახლავთ, რომ 10.1 დიუმიანი მოდელი აღჭურვილია 16 გიგაბაიტი ფლეშ მეხსიერებით, ხოლო 8 დიუმიან მოდელს აქვს 250 გიგაბაიტიანი მყარი დისკი, რის გამოც მისი კვების სისტემა განსხვავებულია და მისი დამუხტვა ფლეშ მოდელისგან განსხვავებით შეუძლებელია კომპიუტერის USB პორტთან მიერთებით. ამისათვის მას ცალკე ფოსო აქვს კვების ბლოკთან მიერთებისათვის.

ორივე პლანშეტის ეკრანი შავიპრიალა პლასტმასის ჩარჩოში არის ჩასმული, ეკრანის ზედაპირი სხვა პლანშეტებთან შედარებით უფრო მეტად იკრავს ცხიმს, რის გამოც მისი გაწმენდა ხშირად მოგიწევთ. ეკრანის მარცხენა მხარეს განთავსებულია ვიდეო თვალი რომელიც საკმაოდ კარგი ხარისხის ვიდეო გამოსახულებას გვაძლევს ინტერნეტით ვიზუალური კომუნიკაციისათვის.

წინა პანელზე არ არის არანაირი მართვის ღილაკები, რადგანაც Honeycomb-ის და Ice Cream Sandwich-ის სმართავი ღილაკები სამომხმარებლო ინტერფეისშია განხორციელებული.

10.1 დიუმიანი მოდელის მარცხენა მხარეს არის HDMI პორტი, 3.5 მილიმეტრიანი ფოსო ყურსასმენებისათვის, microUSB ფოსო, microSD ბარათების სლოტი, ჩართვა/გამორთვის ღილაკი და მოსახსნელი ხუფი რომელიც პლანშეტის უკანა მხარეს გასდევს და ფარავს USB პორტს, რომელშიც შეიძლება როგორც საფირმო 3G მოდემის ასევე ენბისმიერი USB სთორიჯის მიერთება.

8 დიუმიანი მოდელის მარცხენა მხარეს დამატებულია კვების ბლოკის ფოსო და არ არის microSD ბარათების სლოტი.

მარჯვენა მხარეს ორივე პლანშეტს აქვს მხოლოდ ხმის რეგულირების ღილაკები.

ორივე ტაბლეტის უკანა მხარეს არის დასაკეცი სადგამი, რომელიც ლამაზად არის ჩასმული კორპუსის ღარში. ცენტრში არის წარწერა ARCHOS  რომლის ქვევითაც არის საკმაოდ დიდი დინამიკი. დინამიკის პოზიცია სწორად არის შერჩეული და მოწყობილობის ხელში დაჭერისას მას ვერ დაფარავთ ხელით. ასევე უკანა კორპუსზე არის ოთხი რეზინის სადგამი ფეხი.

ორივე პლანშეტზე დამხვდა Android Honeycomb ოპერაციული სისტემა, მაგრამ ინტერნეტთან მიერთების შემდეგ სისტემამ შემომთავაზა ავტომატური განახლება Ice Cream Sandwich-ზე, რასაც სიახარულით დავთანხმდი და 10 წუთში უკვე ხელთ მქონდა განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა.

ოპერაციული სისტემა Android-ში შემავალი სტანდარტული პროგრამების გარდა აღჭურვილია ARCHOS-ის მიერ დამატებული აპლიკაციებით. აღსანიშნავია ფაილების მენეჯერი, რომელიც ძალიან კომფორტულს ხდის ფაილებთან მუშაობას. ამის გარდა პროგრამაში გათვალისწინებულია UPnP მედია სერვერების და SMB პროტოკოლით გაზიარებული ქსელური რესურსების მხარდაჭერაც. ფაილების მენეჯერი საშუალებას იძლევა ვმართოთ როგორც შიდა ასევე ქსელური და UBS პორტზე მიერთებული მედია მოწყობილობები.

ასევე აღსანიშნავია Archos Remote Control რომელიც საშუალებას იძლევა ვმართოთ სხვა Archos-ის სხვა მედია ფლეერები.

არის Media Server აპლიკაცია, რომელიც მარტივად გვაძევს საშუალებას გავაზიაროთ ჩვენი პლანშეტის კონტენტი ქსელში. ამ ფუნქციის საშუალებით შესაძლებელი ხდება ჩვენს პლანშეტში არსებული მედიის გაშვება სამაგიდო კომპუტერზე ან  ქსელური სტრიმინგით აღჭურვილ ტელევიზორზე და მედია-ცენტრზე.

ასევე არის შესანიშნავი მუსიკალური ფლეერი, რომელიც საშუალებას გვაძლევს კოფორტულად ვმართოთ მუსიკალური ფლეილისტები, დავუკრათ, როგორც პლანშეტის მეხსიერებაში ჩაწერილი ასევე გარე UBS ფლშეზე ან ქსელური რესურსებიდან გაზიარებული აუდიო ჩანაწერები.

არის თითქმის ყველა აუდიო ფორმატის გაშვების საშუალება:

• MP3
• WAV (PCM/ADPCM)
• AAC3, AAC+ 5.13
• OGG Vorbis
• FLAC

თუ შეიძენთ დამატებით მოდულს შესაძლებლობა გექნებათ გაუშვათ AC3 5.1 აუდიო ფაილებიც.

ვიდეო ფლეერიც ვიზუალურად ისევე გამოიყურება, როგორც მუსიკალური ფლეერი და აღჭურვილია როგორც კოლაური ასევე ქსელური მედიის გაშვების ფუნქციონალით. ვიდეო ფლეერს შეუძლია სტანდარტული ფორმატების გაშვება როგორიცაა:

MPEG-4 HD (up to 1080p)
• MPEG-42 (ASP@L5 AVI, up to DVD resolution)
• H.264 HD ([email protected], up to 1080p@30 fps and 1080i/720p@60 fps)

მაგრამ დამტებითი ფორმატების მხარდაჭერისათვის მოგიწევთ  სპეციალური მოდეულების შეძენა. თუმცა Play მაღაზიაში არის უფასო პროგრამებიც, რომლებიც ნებისმიერი ფორმატის ვიდეოს გაშვებას უზრუნველყოფენ.

ასევე არის შესანიშნავი აპლიკაცია: ფოტო ჩარჩო რომელიც მოწყობილობაში ჩაწერილ გამოსახულებებს უშვებს სრულ ეკრანზე ლამაზი ანიმაციის სახით.

გათვალისწინებულია Google-ის სერვისების სრული მხარდაჭერა რაც გულისხმობს Gmail, Google+ სოციალურ ქსელს, Google Talk სერვისს, YouTube-სა და Google Maps აპლიკაციებს.

ახლა მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო 3G USB მოდემზე, რომელიც ცალკე შეგიძლიათ შეიძინოთ და თავსებადია, როგორც ორივე პლანშეტთან ასევე თქვენს PC-სა და Mac კომპიუტერებთანაც.

3G მოდემში უნდა მოათავსოთ თქვენს მიერ შერჩეული ოპერატორის SIM ბარათი და შეუერთოთ პლანშეტის მარცხენა ზედა მხარეს ხუფის ქვეშ განთავსებულ პორტს.

შეერთების შემდეგ ოპერაციული სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს ქსელის ოპერატორის პარამეტრებს და თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მობილური ინტერნეტით

რაც შეეხება ქართული ენის მხარდაჭერას აქ საქმე გაცილებით უკეთესადაა ვიდრე სხვა მწარმოებლებთან, რომელიბც მათ მიერ მოდიფიცირებულ სისტემებს იყენებენ. ქართული ტექსტი იკითხება, როგორც ბრაუზერში ასევე ნებისმიერ პროგრამაში.

Ice Cream Sandwich-ის კლავიატურას არ აქვს ქართული ენის მხარდაჭერა, მაგრამ მაღაზიიდან შეგიძლიათ ჩმოტვირთოთ ქართული კლავიატურა, რომელიც საკმაოდ კომფორტულია პორტრეტულ რეჟიმში ტექსტის შესაყვანად. იმედია ძალიან მალე იქნება როგორც ქართული კლავიატურა ასევე ქართული სამომხმარებლო ინტერფეისიც.

ორივე პლანშეტი მუშაობს მუსიკის დაკვრის რეჟიმში 36 საათამდე, ვიდეოს გაშვებისას 7 საათამდე და ინტერნეტ ნავიგაციის რეჟიმში 10 საათამდე რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ამ ფორმ-ფაქტორის მოწყობილობებისათვის.

ჩემი აზრით, ეს არის შესანიშნავი ბიუჯეტური გადაწყვეტილება მომხმარებლისთვის ვისაც უნდა პლანშეტური კომპიუტერი გაფართოებული მულტიმედიური შესაძლებლობებით, ასევე მათ ვისაც უყვარს თავისი მედია ბიბლიოთეკის ყოველთვის თან ქონა 250 გიგაბაიტიანი ვერსია ნამდვილად კარგი არჩევანი იქნება. ასევე ნუ დაგავიწყდებათ თუ თქვენ ხშირად მოძრაობთ და გჭირდებათ წვდომა ინტერნეტთან ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი პლანშეტისათვის შეგიძლიათ შეიძინოთ 3G USB მოდემი. ორივე პლანშეტი თავისი აპრატული და პროგრამული მონაცემებით აკმაყოფილებს პორტატიული მედია ცენტრის და ინტერნეტ პლანშეტის მთოთხოვნებს და ამასთანავე საუკეთესო არჩევანია ღირებულების/ხარისხის თვალსაზრისითაც.

8 დიუმინი მოდელების ფასები ჩვენს სუპერმარკეტში:

8GB – Turbo – 499 ლარი
16GB Turbo – 599 ლარი
250GB Turbo – 699 ლარი

10.1 დიუმიანი მოდელები:

8GB – Classic – 699 ლარი
16GB – Turbo – 799 ლარი
250GB Turbo – 899 ლარი

3G stick – 135 ლარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.