ეს პროდუქტი ჯერ არ არის ბაზარზე გამოსვლისთვის მზად, მაგრამ როგორც ჩანს ჩვენ მალე გვექნება დესკტოპის სხვა მოწყობილობებზე ვირტუალიზაციის კიდევ ერთი საშუალება. WSX არის HTML5–ზე აგებული პროგრამების კრებული რომელიც არ იყენებს სპეციფიურ მოდულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭირო იქნება მხოლოდ ბრაუზერი, რომელშიც მარტივად შევძლებთ Windows-ის ან სხვა ოპ. სისტემის გაშვებას შესაბამის მოწყობილობაზე.
უკვე მხარდაჭერილია ლეპტოპები და დესკტოპები სადაც არის Firefox, Chrome და საფარი და რა თქმა უნდა iPad, Android მოწყობილობების მხარდაჭერა ჯერ–ჯერობით მუშავდება. ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელია “აპარატულთან მიახლოებული ხარისხი და კადრების რაოდენობა” როცა ვუყურებთ ვიდეოს 720p ხარისხში YouTube-ზე, VMWare ასევე აპირებს iPad-ის Retina ეკრანთან თავსებადობის უზრუნველყოფასთან. ვინც დაინტერესებულია ამით შეუძლია ნახოს პროექტი VMware Workstation Tech Preview for Linux.

