Search

დაანონსდა ვიდეო თამაში 007 Legends

007 Legends , მორიგი სათამაშო თავგადასავალი, რომლის მთავარი გმირი, ბრიტანელი საიდუმლო აგენტი, ნამდვილი ჯენტლმენი და სუპერშპიონი, ჯეიმს ბონდი (James Bond) იქნება.

გამომცემლობა Activision-ის განცხადებით,  ვიდეო თამაში, 007 Legends დამუშავების პროცესშია. წინასწარი ინფორმაციით, თამაშის გამოშვება, მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტი იქნება კინობონდიანას ნახევარსაუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილი. ამ მომენტისთვის, 007 Legends, მხოლოდ ორი პლატფორმისთვის მუშავდება, Xbox 360-სთვის და PS3-სთვის. პროექტს ხელმძღვანელობს Eurocom, რომელმაც James Bond 007: Nightfire-ის კონსოლ ვერსიები შემოგვთავაზა. Eurocom-ის ბოლო ნამუშევარი, Wii პლატფორმისთვის შექმინილი, GoldenEye 007-ის რემეიქი გახლავთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიდეო თამაშის სიუჟეტი, კინო ფილმის ექვს სხვადასხვა სცენარს აერთიანებს.

თამაში გვთავაზობს შემდეგ კამპანიებს: ერთმომხმარებლიანი, მულტიფლეიერული და Mi6 Ops Missions რეჟიმს, რომლის დებიუტი, GoldenEye 007-ის რემეიქში შედგა.

წყარო: Eurogamer