ფილ შილერმა განაცხადა, რომ A5X პროცესორი ახალ iPad-ში 4-ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე NVIDIA-ს Tegra 3 ჩიპი. ოთხ ბირთვიანი გრაფიკლი პროცესორთი ის 2-ჯერ უფრო მეტ გრაფიკულ სიმძლავრეს გვაძლევს ვიდრე iPad 2-ის პროცესორი.

როგორც NVIDIA ასევე ზოგიერთი ექსპერტი ამ განცხადებას სკეპტიკურად მიუდგა, ტესტები რომელიც მოწყობილობის გამოსვლისთანავე ჩატარდა ნამდვილად არ ადასტურებს შილერის განცხადებას.

IGN-ის მონაცემებით  iPad2-ის A5 ჩიპი უკეთესია ვიდრე A5X და Tegra 3. რა თქმა უნდა A5X უკეთესია ამ შემთხვევაში რადგანაც მას უწევს ახალი მაღალი გარჩევადობის რეტინა ეკრანის მართვა. შესაბამისად ყველაზე კარგ მონაცემებს A5X აჩვენებს, როცა ტარდება ტესტები არა-გრაფიკულ სიმძლავრეებზე როცა მას არ უწევს რეტინა ეკრანზე გამოსახულების გამოტანა.

IGN-მა გაუშვა სამი ტესტი: GeekBenck  ცენტრალური პროცესორისთვის, GLBenchmark 2.1 Egypt და Glbenchmark 2.1 Pro გრაფიკისთვის. ასევე ორივე GLBenchmark ტესტი იძლევა საშუალებას დატესტირდეს გრაფიკული პროცესორი რეტინა დისპლეის გარეშე.

ცენტრალური პროცესორის ტესტირებაში ASUS Transformer Prime და Galaxu Tab 10.1 – Tegra 3-ზე უკეთესია ვდირე ახალი iPad და iPad2.

მოსალოდნელიც იყო, რომ ოთხ-ბირთვიანი Tegra 3 უკეთესი იქნებოდა ორ-ბირთვიანი A5X-ზე, 1540 ქულა 750-ის წინააღმდეგ.

 

თუ მხედველობაში ვიქონიებთ შილერის მიერ დაპირებულ ოთხმაგ წარმადობის გაზრდას A5X ოთხბირთვიან გრაფიკაში. GLBenchmark ტესტი აჩვენოებს, რომ iPad 2 უკეთესია ვიდრე ახალი iPad. ორივე ტესტში iPad-ებმა აჯობეს ანდროიდებს.

ეკრანის გარეშე ტესტებში A5X-მა აწარმოა 15,412 კადრი 138 კადრი წამში სიხშირით, ხოლო iPad 2-მა 10,143 კადრი 90 კადრი წამში სიხშირით. ეკრანის გარეშე ტესტში A5X-მა სერიოზულად აჯობა Nvidia Tegra 3-ს მაგრამ აქ ოთხჯერ მეტ სიმძლავრეზე ლაპარაკიც ზედმეტია, ასე რომ ფილ შილერის განცხადება საკმაოდ გადაჭარბებული იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.